ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

პროკრედიტ ბანკი ფილიალების ქსელს აფართოვებს და ახალციხეში ფილიალს ხსნის

19/12/2011 16:31 (156 დღე 04:47 minutes ago)

procredit-bank.jpg

პროკრედიტ ბანკი საქართველო” ფილიალების ქსელს კიდევ უფრო აფართოვებს და ახალციხეში ფილიალს ხსნის. ეს ქალაქში ბანკის პირველი ფილიალი იქნება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ახალციხისა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა პროკრედიტ ბანკის მაღალხარისხიანი მომსახურებით ისარგებლებს, რომელიც გამჭვირვალობისა და ორმხრივი ნდობის პრინციპებს ეფუძნება.


ახალციხე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია და რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა ცენტრად ითვლება. პროკრედიტ ბანკს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა მომსახურების დიდი გამოცდილება აქვს. პროკრედიტ ბანკის სახით კლიენტებს სანდო და კომპეტენტური პარტნიორი ეყოლებათ, რომელსაც ესმის სოფლის მეურნეობის დაკრედიტების სპეციფიკურობა და მეურნეებს ისეთ საბანკო პროდუქტებს შესთავაზებს, რომლებიც ყველაზე უკეთ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ახალციხეში ფილიალის გახსნით, პროკრედიტ ბანკს სურს კიდევ უფრო დაუახლოვდეს თავის კლიენტებს და მათ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში მოემსახუროს, თანაც ისე, რომ მათ არ მოუხდეთ შორ მანძილზე გადაადგილება.


ახალციხეში ფილიალი 2011 წლის 19 დეკემბერს გაიხსნება. ახალციხის მოსახლეობა ბანკის მომსახურებით კვირაში ხუთი დღე ისარგებლებს. ახალციხის ფილიალი ისევე, როგორც პროკრედიტ ბანკის სხვა ფილიალები, კლიენტებს `მომსახურებას ერთ წერტილში~ შესთავაზებს. მომსახურება ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს, ტრანზაქციები გაცილებით სწრაფად განახორციელონ და თანხა კლიენტთა მრჩეველთან მიიღონ და გადაიხადონ. ყველა ოპერაცია მოხერხებულად, ერთ ადგილზე სრულდება.
 
წინა თვეებში ქუთაისში, ბათუმსა და სამტრედიაში გახსნილი ფილიალების ჩათვლით, პროკრედიტ ბანკის ფილიალების საერთო რაოდენობა მთელ საქართველოში 60 იქნება.

მაია მერედოვა, პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი: `კლიენტებს ახალციხის ახალ ფილიალს სიამაყით წარმოვუდგენთ. მათ შეეძლებათ საბანკო მომსახურება თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე მიიღონ და შორ მანძილზე გადაადგილება აღარ მოუხდებათ. წელს ჩვენს მძლავრ, კარგად განვითარებულ ფილიალების ქსელს სამტრედიისა და ახალციხის ფილიალები დაემატა. ჩვენ განვაგრძობთ ამ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესი ს შემდგომი განვითარების ხელშეწყობას, განსაკუთრებულ ძალისხმევას კი სოფლის მეურნეობას ვუთმობთ.  ჩვენს კლიენტებთან სიახლოვეს ვინარჩუნებთ და მათ ხარისხიან, გამჭვირვალე, სწრაფ და მოსახერხებელ საბანკო მომსახურებას ვუწევთ.~

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 09:20 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group