
"ვითიბი ბანკმა" 2011 წელს ქველმოქმედებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ 2011 წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე "ვითიბი
ბანკი საქართველოს" ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ბარკალაიამ განაცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მისი თქმით, 2011 წელს "ვითიბი ბანკი" ქველმოქმედებას აქტიურად ეწეოდა და ჯამში, 3 მილიონ ლარზე მეტი დახმარება გაუწია – მიუსაფარ ოჯახებს, ფონდ "იავნანას", ქუთაისის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციას.
"ჩვენ ასევე ეროვნულ მუზეუმს გადავეცით უნიკალური ტილოები – გიგო გაბაშვილის "მამაკაცის პორტრეტი" და მარტირო სარიანის "ქალიშვილის პორტრეტი". აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კულტურის სფეროს არ დავხმარებივართ, შევეცადეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სპორტის განვითარებაში, მონაწილეობა მივიღეთ კულტურულ ღონისძიებებსა და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაში. ეს იყო წარმატებული წელი ბანკისთვის და იმედია, ჩვენი კლიენტებისთვისაც", - აღნიშნა გიორგი ბარკალაიამ.
მისივე თქმით, ბანკი ქველმოქმედებას 2012-2013 წლებშიც განაგრძობს.
Related Stories