IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს

21/12/2011 17:36 (154 დღე 03:46 minutes ago)

national-bank-of-georgia.jpg

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

საქართველოს ეროვნული ბანკი ს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6.75 პროცენტამდე შემცირების შესახებ. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, ნოემბერში გაგრძელდა წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია და ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. კვლავ დაბალია საბაზო ინფლაცია (სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით) და 0.4 პროცენტს შეადგენს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა და 7.5% შეადგინა. თუმცა მთლიანი გამოშვების პოტენციური დონიდან გადახრა კვლავ უარყოფითია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთობლივი მოთხოვნის აღნიშნული ზრდა ინფლაციის რისკებს არ შეიცავს.

მეოთხე კვარტალში ბანკები ს მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი შენელდა, რაც აისახება შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ არნიშნული ტენდენციები მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს, შემცირდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი.

არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება მომავალი წლის პირველ ნახევარში. ზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის ზომიერი ზრდა, თუმცა პოლიტიკის უცვლელობის პირობებში ინფლაცია მიზნობრივ დონეზე ნაკლები იქნება. შედეგად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო პოლიტიკის შერბილების გაგრძელების გადაწყვეტილება და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2012 წლის 18 იანვარს გაიმართება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 09:24 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group