2011 წლის 22 დეკემბერს პროკრედიტ ბანკმა სოციალური პროექტის “ProArt ფოტოგრაფია”დასრულების აღსანიშნავად მიღება გამართა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
“PროAრტ ფოტოგრაფია” ხელოვნების მხარდაჭერის პროექტის “ProArt” ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრები პროკრედიტ ბანკის ფილიალებში გამოფინეს. ამჯერად პროექტის ჟანრად
ფოტოგრაფია იქნა არჩეული. ცნობილი ხელოვნების კრიტიკოსებისა და პროფესიონალი ფოტოხელოვანებისგან შემდგარმა ჟიურიმ მონაწილეები შეარჩია. 2010 და 2011 წლების განმავლობაში პროკრედიტ ბანკის ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, გორის, თელავისა და თბილისის ფილიალები პროექტის მონაწილეთა ფოტონამუშევრების გამოფენებს მასპინძლობდა. გამოფენების
დათვალიერება ფართო საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი. პროექტში სამოცამდე პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები ფოტოხელოვანი მონაწილეობდა.
გამოფენები ეძღვნებოდა საკითხებს, რომლებიც დღეს საზოგადოებაში ფართოდ განიხილება და თან კავშირშია პროკრედიტ ბანკის საქმიანობასთან. პროექტი მიზნად ისახავდა, თანამედროვე ფოტოგრაფის თვალით დანახული საქართველო წარმოეჩინა. პროექტის ფარგლებში, პერსონა ლური და ჯგუფური გამოფენები შემდეგ თემებზე გაიმართა: საქართველოს ბუნება, გარემოს დაბინძურება საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ბავშვები საქართველოში და საქართველოს საზოგადოება და კულტურა.
პროკრედიტ ბანკმა პროექტის დასრულებისას კატალოგი გამოსცა, რომელშიც პროექტში მონაწილე ყველა ფოტოხელოვანის ნამუშევრებია შეტანილი. კატალოგი საჩუქრად მიიღეს საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა – მონაწილეებმა, ჟიურიმ და მედიის წარმომადგენლებმა. ფოტოხელოვანებმა, რომელთაც პროექტში მონაწილეობით თავიანთი ფიქრები გამოხატეს და ფართო საზოგადოებას საკუთარი თავი და შემოქმედება უკეთ გააცნეს, ნასიამოვნები დარჩნენ ერთ გამოცემაში თავმოყრილი საკუთარი ნამუშევრების ხილვით.
წინა პროექტის “ProArt” მიზანი თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მხარდაჭერა იყო. პროექტი 2007 წელს დაიწყო. 40-მდე ქართველმა მხატვარმა თავიანთი ნამუშევრები პროკრედიტ ბანკის ფილიალებში გამოფინა. პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც პროკრედიტ ბანკები მოქმედებს. ბანკის კლიენტები და პარტნიორები ხშირად კითხულობდნენ, გაგრძელდებოდა თუ არა პროექტი. პროკრედიტ ბანკმა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო დაწესებულებამ, რომელიც კლიენტებთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს და სწრაფად რეაგირებს საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, გადაწყვიტა გაეგრძელებინა პროექტი “PროAრტ”, ამჯერად ფოტოგრაფიის განხრით, რადგან ეს ჟანრი საზოგადოებისათვის მეტად საინტერესო იყო.
მაია მერედოვა, პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი: “ჩვენთვის ძალიან საამაყოა იმის ხილვა, რომ ამ პროექტმა ერთმანეთს დააკავშირა საქართველოში მცხოვრები შთაგონებით სავსე ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ, თავიანთი ფოტოობიექტივით დანახული ცხოვრება დაგვანახონ, და პროფესიონალი ფოტოხელოვანები, რომლებმაც უკვე შეიტანეს თავიანთი წვლილი ხელოვნების ამ ჟანრის განვითარებაში და ახლა თავიანთი ცოდნა ახალგაზრდა კოლეგებს გადასცეს. ტრადიციას გავაგრძელებთ და კატალოგს როგორც საქართველოს კლიენტებსა და პარტნიორებს შორის, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავავრცელებთ, ქართველი ფოტოხელოვანების ნამუშევრების იმ ქვეყნებში პოპულარიზაციის მიზნით, რომლებშიც პროკრედიტ ბანკები მოქმედებს. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ კატალოგში წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშებით. რადგან განვითარების ამოცანები ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტულია, პროკრედიტ ბანკი მომავალშიც განახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს.”
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 60 ფილიალი აქვს
გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).
პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში. 2011 წლის ნოემბრის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 542 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით “ პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” მომსახურებით 332,000-მდე
კლიენტი სარგებლობს.
Related Stories