| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
" ლიბერთი ბანკი ს" საახალწლო წამახალისებელი
აქცია "ყოველი მე-100 ანაბრის თანხა ორმაგდება" 2012 წელსაც გაგრძელდება.
პირWელის ცნობით, ამის შესახებ დღეს ბანკის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალური დირექტორის მოადგილემ არმენ მატევოსიანმა განაცხადა.
"ლიბერთი ბანკმა" 25 ოქტომბრიდან მომხმარებელს ანაბრების ახალი აქცია შესთავაზა: ბანკში გახსნილი ყოველი მე-100 ანაბრის თახა ორმაგდება. დღემდე აქციის ფარგლებში უკვე 71 იღბლიანი გამოვავლინეთ და ბანკის მიერ საჩუქრის სახით გაცემულმა თანხამ 70 000 ლარს გადააჭარბა. " ლიბერთი ბანკი " აღნიშნულ აქციას 2012 წელსაც გააგრძელებს და ერთგულ მომხმარებელს არაერთ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება" - განაცხადა მატევოსიანმა.
პრესკომფერენციის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი გამარჯვებული მეანაბრე - ნუნუ გოგოლაძე გამოვლინდა.
მისი თქმით, "სახალწლოდ ეს გამარჯვება მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო როგორც მისთვის, ასევე მისი ახლობლეისთვის."
"მე " ლიბერთი ბანკი ს" ერთგული კლიენტი ვარ და ეს გამარჯვება ჩემთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია, თანამშრომლობა გავაგრძელო. საახაწლოდ ბანკმა არნახული სიურპრიზი გამიკეთა და როგორც გამარჯვებულს, 10 000 ლარი გადმომცა. მინდა, როგორც " ლიბერთი ბანკი ს" თანამშრომლებს, ასევე პირადად ლადო გურგენიძე ს მადლობა გადავუხადო," – განაცხადა გოგოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ლიბერთი ბანკმა" 2011 წლის 25 ოქტომბრიდან მომხარებელს ანაბრების ახალი აქცია შესთავაზა და ყოველი მე-100 ანაბრის თანხას აორმაგებს. ანაბრის ლარში განთავსების შემთხვევაში გამარჯვებულებს საჩუქრად ანაბრის თანხის ერთმაგი ოდენობა გადაეცემათ, აშშ დოლარში განთასების შემთხვევაში კი – ანაბრის თანხის ნახევარი. საჩუქრის მაქსიმალური თანხა 10 000 ლარს შეადგენს. აქცია ანაბარებზე "მ7", "ვადიანი", "პოზიტივი" და "შევსებადი" ვრცელდება.
Related Stories