
საქართველოს ეროვნული ბანკი ბანკ "ქართუს" შემოწმებას კვლავ აგრძელებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ "პირWელს" ეროვნულ ბანკში იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადეს, დასრულდა თუ არა პროკურატურის მიერ "ქართუ" ბანკისთვის თანხის დაბრუნებით შემოწმება.
"ქართუ" ბანკში შესვლა მხოლოდ აღნიშნულ თანხას არ უკავშირდებოდა და მიუხედავად კანონით დადგენილი პირველადი ვადის ორგზის გასვლისა, შემოწმება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რადგან აღნიშნული პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა" - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
შეგახსენებთ, რომ ბანკ "ქართუს" შსს-ს მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო დაუბრუნეს.
მთავარი პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - ფულის გათეთრება) დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკ "ქართუს" ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით გადაირიცხა, რაც მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს გამორიცხავს".
ბანკ "ქართუს" პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადარიცხვა კანონდარღვევით განხორციელდა.
ამასთან, მისივე თქმით, შსს-ს მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული საინკასაციო მანქანა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ბანკს ამ დრომდე არ დაჰბრუნებია.
ცნობისთვის, ბანკ "ქართუს" ზარალი ამ ეტაპზე 67 მლნ-ს შეადგენს.
Related Stories