"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოში ინტერნეტტრანზაქციები უსაფრთხო გახდა

ავტორი ნინო ნატროშვილი, ნეტგაზეთი

18/01/2012 13:09 (126 დღე 08:39 minutes ago)

credit-card-3.jpg

„ქართუ“ ბანკმა საკრედიტო და სადებეტო visa  ბარათების გამოყენებისათვის VBV  უსაფრთხოების სისტემა დანერგა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, VBV–ის უსაფრთხოების სისტემა კავკასიის რეგიონში მხოლოდ საქართველოში დაინერგა, რომლითაც  ადგილობრივ ბაზარზე  მხოლოდ „ქართუ“ ბანკი სარგებლობს.

„ქართუ“ რეგიონში პირველი ბანკია, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტტრანზაქციების უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს სთავაზობს.

ახალი VBV სერვისის მეშვეობით ონლაინტრანზაქციის პროცესში მოწმდება  ვებგვერდზე შეყვანილი ბანკი „ქართუს“ პლასტიკური ბარათის მონაცემებისა და მისი მფლობელის იდენტურობა. აღნიშნულ სერვისს ბანკთან ერთად უზრუნველყოფს საერთაშორისო საგადახდო სისტემა VISA International–ი, „– ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.
ჯავახიშვილის განმარტებით, VISA International–მა  VBV  სერვის დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ ხუთ ბანკს შესთავაზა. „ქართუში“ ეს პროექტი    VISA International–მა საკუთარი  ხარჯებით განახორციელა. ბანკის visa ბარათების მფლობელები ახალი სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ასევე, ავტომატურ რეჟიმში, განაცხადის წარდგენისთანავე ჩაერთვებათ აღნიშნული სერვისი „ქართუს“visa ბარათის ძველ მფლობელებსაც.

„ნეტგაზეთი“ VBV  სერვის მნიშვნელობაზე და მის ფუნქციებზე „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და პროცესინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნანა ქურიძეს ესაუბრა:

–  რამ განაპირობა "ქართუ" ბანკში VBV უსაფრთხოების სისტემის დანერგვა?

–  ბოლო ხანებში  ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტტრანზაქციები. მოგეხსენებათ, მრავალი საიტია, რომელზეც ხდება ვაჭრობა, მომსახურების მიღება. ბარათის მფლობელებს შეყავთ თავისი საბარათო მონაცემები და იყენებენ მას  უნაღდო ანგარიშსწორებისთვის ვირტუალურ სამყაროში. ამ ვირტუალურ სამყაროში საბარათო მონაცემების შეყვანა  პარალელურად დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. ნებისმიერ ჰაკერს, რომელიც გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში, შეუძლია საბარათო მონაცემები მოიპაროს, გატეხოს ბარათის ანგარიში და,  შესაბამისად, გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. ასევე, ხდება პლასტიკური ბარათის მონაცემების გაყალბება  ჩვეულებრივ, არავირტუალურ სამყაროში. შეიძლება ვინმემ წაიკითხოს თქვენი საბარათო მონაცემები  და შემდეგ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.

–  რამდენად არის ამ შემთხვევაში VBV სისტემა პლასტიკური ბარათით განხორციელებული ფინანასური ტრანზაქციის  უსაფრთხოების გარანტი?

–  ინტერნეტტრანზაქციები  ხდება არასანქცირებულად და მფლობელისგან დამოუკიდებლად.  თანხები იხარჯება საბარათო ანგარიშიდან  და ეს ყველაფერი ფინანასურ ზარალთან არის დაკავშირებული. ზარალდება როგორც  კლიენტი, ასევე, ბანკი.

სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად შემოღებული არის  ახალი პროდუქტი, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტტრანზაქციის დროს საბარათო  მონაცემის და  ბარათის მფლობელის დადარებას. იმის დასაბუთებას და დამტკიცებას, რომ  საბარათე  მონაცემებს ინტერნეტტრანზაქციების დროს იყენებს თავად ბარათის მფლობელი.

როგორია სერვისით სარგებლობის მექანიზმი?


– ტრანზაქციის დროს მომხმარებლის  მობილურ ტელეფონზე ბანკის პროვაიდერ visa-სგან მოსდის ერთჯერადი პაროლი, რომელიც იმ კონკრეტულ სიტიუაციაში მხოლოდ ბარათის მფლობელმა იცის.  მან უნდა შეიყვანოს  პაროლი, რომ  დაასაბუთოს, რომ თავად აკეთებს ამ ტრანზაქციას. შესაბამისად, ამას ჰქვია აუტენფიკაცია, რის შემდეგაც ხდება ფინანსური ოპერაცია და საბარათე ანგარიშიდან იჭრება თანხა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დინამიკური პაროლი და არა სტატიკური. სმს–ის სახით მოდის ერთჯერადი პაროლი და ეს არის ერთჯერადი კოდური სიტყვა ან ციფრების ნაკრები, რომელიც გამოიყენება ერთი კონკრეტული ტრანზაქციის დროს, ანუ მისი გატეხვა და მოპარვა შეუძლებელია. ამის გაკეთებას აზრიც არ აქვს, რადგან ის ამ კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტულ ტრანზაქციაშია გამოსაყენებელი.  შემდეგი ფინანასური ტრანზაქციის  დროს ყალიბდება ახალი პაროლი. ამ პროცესის  ტექნიკურ უსაფრთხოებას განაპირობებს კომპანია „მოდიუმი“, რომელიც VISA International  მიერ არის შერჩეული და მსოფლიო ში ცნობილი კომპანიაა, რაც ამ სერვისით საიმედოობას კიდევ უფრო ზრდის.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 09:50 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group