| საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს |
|
19/01/2012 10:20 (125 დღე 11:31 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს ეროვნული ბანკი ს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 6.5 პროცენტამდე შემცირების შესახებ.
დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალ დონეზე შენარჩუნდა და 2.0 პროცენტი შეადგინა. დაბალია ასევე საბაზო ინფლაციაც (სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით) – 0.4 პროცენტი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|










