“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მსოფლიო ბანკის ჯგუფი ზრდის ევროზონის კრიზისით დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების დახმარებას

25/01/2012 17:46 (119 დღე 04:08 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ევროზონის კრიზისის საპასუხოდ მსოფლიო ბანკის ჯგუფმა დღეს განაცხადა, რომ ორი წლის განმავლობაში ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის 27 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

 

`ევროზონის კრიზისის გავლენა დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე მსოფლიო ს ყურადღების ცენტრშია. თუმცა კრიზისი ასევე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უღარიბეს ფენაზე,~ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ბ. ზელიკმა. ` მსოფლიო ბანკი ზრდის ამ რეგიონის დაფინანსებას, რათა ამ ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს კრიზისის დაძლევისთვის საჭირო რესურსები.”

ევროზონის კრიზისი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს სამი წყაროდან დააზარალებს. ეს წყაროებია: ფინანსური სისტემა, ვაჭრობა და ფულადი გზავნილები. თითოეული წყაროს მნიშვნელობა თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

`ევროზონასთან მჭიდრო კავშირების გამო, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2012 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს,” განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ფილიპ ლე რუმ. `ბანკის დამატებითი დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შეინარჩუნონ ჯანსაღი ფისკალური სისტემა, განაგრძონ სტრუქტურული რეფორმები, უზრუნველყონ საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და მიზანმიმართული სოციალური პროგრამებით დაეხმარონ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს.”

მსოფლიო ბანკის საქმიანობა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ორიენტირებული იქნება: (ი) სტრუქტურულ რეფორმებზე და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე ინვესტიციების, შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდის შენარჩუნებაზე;  (იი) არამდგრადი საბანკო სისტემის მქონე ქვეყნების საკონსულტაციო და საფინანსო მომსახურებაზე; და (იიი) მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის სოციალური სისტემის გაძლიერებაზე.

•    მსოფლიო ბანკი – რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) 2012-2013 ფისკალურ წლებში დაახლოებით 16 მლრდ აშშ დოლარამდე შეძლებენ გაზარდონ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დაკრედიტება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 4 მლრდ აშშ დოლარით მეტია. საკრედიტო რესურესების ეს ზრდა მიბმული იქნება საშუალოვადიან პოლიტიკა სთან დაკავშირებულ რეფორმებთან, რომელთა მიზანია კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ჯანსაღი და მდგრადი ფისკალური კონსოლიდაციის ღონისძიებების გაძლიერება, საგანგებო მხარდაჭერის უზრუნველყოფა საბანკო კრიზისის ასაცილებლად (სავაჭრო დაფინანსების  და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო ხაზების დამტკიცების ჩათვლით) და სოციალური სისტემის რეფორმა დაზღვევის, ეკონომიკური ეფექტიანობის და მდგრადი განვითარების გასაუმჯობესებლად.   


•    საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)  საინვესტიციო და საკონსულტაციო პროგრამის მოცულობამ მობილიზაციის ჩათვლით 2012-2013 ფისკალურ წლებში შესაძლოა 10 მლრდ აშშ დოლარს მიაღწიოს.  აღნიშნული მოიცავს საკუთრივ IFჩ-ის ინვესტიციების ზრდას  დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარით. IFჩ-ის საქმიანობა კრიზისზე რეაგირების მიმართულებით განპირობებულია  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სისტემური ბანკები ს მნიშვნელობით და მოიცავს:  მოკლევადიან დაფინანსებას და სავაჭრო დაფინანსების პროდუქტებს ლიკვიდობის პრობლემების, სასესხო/კაპიტალის ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად და კაპიტალში ინვესტიციების განსახორციელებლად კაპიტალის ნაკლებობის შევსების, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების და, ასევე, არასაფინანსო სექტორში არსებული კლიენტების მხარდაჭერის მიზნით.   


•    მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA)  პოლიტიკური რისკის დაზღვევის პროდუქტები რეგიონის ბანკებს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებული შვილობილი კომპანიების დაფინანსების შენარჩუნებაში ეხმარება. ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის მიზნით მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო (MIGA) მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეგიონში საკუთარი მონაწილეობის გაზრდას 1 მლრდ აშშ დოლარით გეგმავს.  

პარალელურად, მსოფლიო ბანკის ჯგუფი ასევე თანამშრომლობს განვითარებაზე ორიენტირებულ სხვა ბანკებთან, რათა ხელი შეუწყოს დასავლეთ ევროპის ბანკებს დარჩნენ აღმოსავლეთ ევროპაში და არ შეზღუდონ რეგიონის დაფინანსება. 16 იანვარს ვენაში გაიმართა მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეხვედრა ევროპული ბანკები ს საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი (ვენის ინიციატივა) ქვეყნების სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან.  შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნულ ქვეყნებს შორის სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციის გაძლიერება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ევროპის განვითარებად ქვეყნებზე.

აღნიშნულ შეხვდრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები შეაფასებენ რეკაპიტალიზაციის ერთიანი გეგმის გავლენას მასპინძელ ქვეყნებზე, რათა განისაზღვროს სისტემური რისკები და მომზადდეს შესაბამისი რეკომენდაციები. ისინი საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ მასპინძელი ქვეყნების ბანკებს მათი მანდატის და საბალანსო უწყისის შესაძლებლობების ფარგლებში. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 09:56 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group