„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

"თიბისი ბანკი" ანაბრების ბაზარზე კვლავ ყველაზე დიდ წილს ინარჩუნებს

26/01/2012 17:44 (118 დღე 04:13 minutes ago)

tbc_bank_building.jpg

"თიბისი ბანკმა" 2011 წელს ძირითადი ფინანსური მონაცემები დინამიურად გაზარდა და მისი არსებობის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია. კერძოდ:

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

•    აქტივები 974 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდ 224 მილიონ ლარს მიაღწია;
•    სესხების პორტფელი გაიზარდა 530 მილიონი ლარით და წლის ბოლოს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
•    615 მილიონი ლარით გაიზარდა ანაბრების პორტფელი და წლის ბოლოს 1 მილიარდ 970 მილიონი ლარი შეადგინა.

ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ბანკი მიიჩნევს 2011 წლის დასაწყისში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ფინანსური ინსტიტუტის, ბანკი “კონსტანტას” აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენას. ამით "თიბისი ბანკმა" მყარი პოზიციები დაიკავა მიკრო ბიზნესი ს დაკრედიტების ბაზარზე, სადაც მანამდე ის აქტიურად არ იყო წარმოდგენილი.

ამ ტრანზაქციის შემდეგ, 2011 წლის განმავლობაში “კონსტანტამ” 78%-ით გაზარდა აქტივები და 71%-ით გაზარდა საკრედიტო პორტფელი.

2011 წელი ასევე წარმატებულად ფასდება თიბისი ბანკის სხვა შვილობილი კომპანიების მიერაც: თიბისი ლიზინგმა საბაზრო წილი 18,7 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ხოლო აზერბაიჯანში მოღვაწე “თიბისი კრედიტის” აქტივები შარშან 35%-ით გაიზარდა, საკრედიტო პორტფელი კი – 31%-ით. 15 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა “თიბისი ინვესტის” (ისრაელი) დეპოზიტების პორტფელი.

რაც შეეხება "თიბისი ბანკს," ანაბრების ბაზარზე ის კვლავ ინარჩუნებს ყველაზე დიდ წილს. საქართველოში კერძო პირების ანაბრების 34% დღეს სწორედ თიბისი ბანკშია განთავსებული.

ანაბრების პორტფელის 615 მილიონიანი ზრდა, ბანკის სტაბილურობასა და სანდოობასთან ერთად, წარმატებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმაც განაპირობა – “იპოვე $10.000”, “მოიგე $20.000” და სხვა. ამ კამპანიებს სერიოზული აღიარება ხვდა წილად მსოფლიო ს ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალებზე: Eurobest Advertising Festival, Popok, Eurobest 2011, სადაც თიბისის ამ ქეისმა ვერცხლის და ოქროს პრიზები დაიმსახურა.

ანაბრების წარმატებული კამპანიის შედეგად, ნოემბერში "თიბისი ბანკის" ფიზიკური პირების ანაბრების პორტფელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

გარდა ამისა, 2011 წელს "თიბისი ბანკმა":

გახსნა 5 ახალი ფილიალი;
19 ახალი ბანკომატით გააფართოვა ქსელი;
სმარტ კლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა 1,3 მილიონი ლარის ღირებულების სმარტ ქულები;
დანერგა ახალი პროდუქტები: ”პრაიმ ქარდი”, ”აი ქარდი”;
ქველმოქმედების სახით გაიღო 1 მილიონ 30 ათასი ლარი და განახორციელა რამდენიმე მასშტაბური სოციალური პროექტი;
შექმნა სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი ქართულ საბანკო სფეროში – დღეისათვის სოციალური ქსელის მომხმარებელთა ყველაზე დიდი წილი, 45% სარგებლობს თიბისი ბანკის გვერდებით  Facebook-ზე.  

2011 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც "თიბისი ბანკის" 19 წლიანი ისტორიის კიდევ ერთი წარმატებული წელი, რაც წლის ბოლოს, ასევე აისახა საერთაშორისო რეიტინგებშიც:

”Financial Times Group”--მა და მისმა ჟურნალმა The Banker” თიბისი ბანკი საქართველოში ,,წლის საუკეთესო ბანკად’’ დაასახელა,

ჟურნალმა ”Euromoney” თიბისი ბანკს საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკის” სტატუსი მიანიჭა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ”Fitch” "თიბისი ბანკის" სიცოცხლისუნარიანობის რეიტინგი B -დან B+ მდე აამაღლა. "თიბისი ბანკი" 2011 წლის საუკეთესო ქართული ბანკია Deutsche Bank-ისა და Commerzbank-ის მონაცემებითაც.

2012 წელს "თიბისი ბანკი" 20 წლის ხდება! ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაიწყო პროექტი ”20 წელი – 12 თვე”, რომლის  ფარგლებშიც, "თიბისი ბანკი" თავის მომხმარებლებს 2012 წლის განმავლობაში ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 09:59 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group