| საქართველოს ეროვნული ბანკი: დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ |
|
30/01/2012 16:23 (114 დღე 05:35 minutes ago) | ||||||||||||
![]() საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი იანვრისათვის 6.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 705.8 მლნ ლარით ანუ 11.7 პროცენტით მეტია 2011 წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 382.4 მლნ ლარით ანუ 14.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 323.4 მლნ ლარით ანუ 9.3 პროცენტით.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











