ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა დეკემბერში 201.8 მლნ ლარით გაიზარდა

31/01/2012 10:27 (113 დღე 11:33 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

 კომერციული ბანკები ს საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 2.7 პროცენტით, ანუ 201.8 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 7.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.0      პროცენტით, ანუ 47.4 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 3.0 პროცენტით ანუ 154.4 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 824.2 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით ანუ 1.5 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.5 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.7 პროცენტით ანუ 93.1 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 48.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.3 პროცენტით ანუ 26.9 მლნ ლარით გაიზარდა და 2.1 მლრდ ლარს მიაღწია.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2012 წლის პირველი იანვრისათვის 895.1 მლნ ლარით განისაზღვრა (7.4 პროცენტით ანუ 61.9 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.3 პროცენტი მოდის მშენებლობა ზე, რაც 441.9 მლნ ლარია (8.4 პროცენტით, ანუ  40.8 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.5 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობა სა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის დეკემბრის განმავლობაში 2.9 პროცენტით ანუ 88.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის  3.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 10:02 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group