IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (111 დღე 05:35 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

IFC მსოფლიო ში ლიდერობს მცირე და საშუალო ბიზნესი ს საბანკო ოპერაციების სფეროში დაგროვილი გამოცდილების კუთხით და ბანკ კონსტანტას კონსულტაციებს გაუწევს ისეთი ფინანსური მომსახურებისა და პროდუქტების შექმნაში, რომლებიც საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული. IFC ასევე დაეხმარება ბანკს რისკის მართვის სათანადო მექანიზმების შექმნაში, რაც ახალი პროდუქტებისა და მომსახურების ამოქმედებას შეუწყობს ხელს.

„მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი ბანკ კონსტანტას ძირითად მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენს,“ განაცხადა ბანკ კონსტანტას გენერალურმა დირექტორმა ლევან ლებანიძემ. „ჩვენ, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტმა, 1997 წლიდან დავიწყეთ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსური მომსახურების შეთავაზება და კიდევ უფრო გავზარდეთ ამ სეგმენტის დაფინანსება საბანკო ინსტიტუტად გარდაქმნის შემდეგ. IFC-სთან მიმდინარე თანამშრომლობის საფუძველზე, ბანკ კონსტანტას საშუალება ექნება კიდევ უფრო დახვეწილი ფინანსური მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებლებს.“

IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში თომას ლუბეკმა განაცხადა: `მცირე და საშუალო საწარმოები რეგიონში დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. IFC ხელს უწყობს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ბანკ კონსტანტასთან თანამშრომლობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.”

ეს ინიციატივა IFC-ის მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო ოპერაციების საკონსულტაციო პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც IFC საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ბანკებს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რათა მათ მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურება მდგრად და მომგებიან ბიზნესად აქციონ. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას ავსტრიის განვითარების ბანკი უწევს.

ბანკი კონსტანტა IFC-სთან კორპორაციული მართვის პროექტისა და ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობდა. 

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 561 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 40 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესი ს განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

23/05/2012 13:55 (08:09 minutes ago)

auditi.jpg

აუდიტორული კომპანიების ნაწილი ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს.

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 10:06 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group