
„ევროქარდზე“ მოთხოვნამ მოლოდინი არ გაამართლა. ამიტომ კომპანია საქართველოში განვითარების გზებს ეძებს, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შეგახსენებთ: ევროპული ახალგაზრდული ბარათი 15 ლარი ღირს და მისი მოქმედების ვადა 1 წელია. ბარათი ფასდაკლებებს 13–31 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს კულტურის, დასვენების, მოგზაურობის, კვების, ჯანმრთელობის, სილამაზის, საყიდლებისა და სხვადასხვა სფეროში სთავაზობს.
ევროპული ახალგაზრდული ბარათის პრეზიდენტის გიორგი კაკულიას განცხადებით, თბილისის მერიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში „ევროქარდი,“ სურვილის შემთხვევაში, თბილისის ყველა მოქალაქეს უფასოდ გადაეცემა. კაკულია მომხმარებლის პასიურობას ბარათის შესახებ არასათანადო ინფორმირებულობით ხნის. ამიტომ „ევროქარდის“ წარმომადგენლობა უნივერსიტეტებში და სხვადასხვა დაწესებულებაში პიარ კამპანიების ჩატარებას გეგმავს.
,,შანსი იმისა, რომ "ევროქარდით" არაერთი ახალგაზრდა დაინტერესდება, ძალიან დიდია” - აცხადებს კაკულია. მისი თქმით, ფასდაკლების მონაცემთა ბაზა ყოველდღე იზრდება და ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ როგორც საქართველოში ისევე მსოფლიო ს მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიასა და დაწესებულებაში დიდი ფასდაკლებით ისარგებლონ. მაგალითად, მათ "ევროქარდი" შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო ს 38 ქვეყანაში, 80 000 ათასამდე პბიექტში, ფასდაკლებით ისარგებლონ. საქართველოში კი ფასდაკლების ბაზაში 130-მდე ქსელია ჩართული.
როგორც ახალგაზრდული ბარათის პრეზიდენტმა commersant.ge–ს განუცხადა, ფასდაკლების ბაზაში სულ ახლახან ჩაერთო ერთ–ერთი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც "ევროქარდის" მფლობელს 50 % ფასდაკლებას შესთავაზებს.
Related Stories