
საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი, „ელექტრონული ყულაბა“ წარმოადგინა, რაც ფულის დაგროვების ძალიან მოსახერხებელი საშუალებაა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„მომხმარებელი ავტომატურად დააგროვებს ფულს ყოველთვის, როდესაც პლასტიკური ბარათიდან თანხას გახარჯავს. თანხის დაგროვება ხდება ბარათით ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელებისას,“ განაცხადა „ საქართველოს ბანკი ს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. „პროდუქტს ანალოგი საქართველოს ბაზარზე არ აქვს, მსგავსი პრაქტიკა კი მსოფლიო ში არსებობს, თანაც ძალიან პოპულარულია.“
„ელექტრონული ყულაბით“ სარგებლობა ძალიან მარტივია – მომხმარებელი ირჩევს ნებისმიერი მოცულობის თანხას, დაწყებული 0.50 თეთრი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი/დან, 10 ლარი/აშშ დოლარი/ევრო/გირვანქა სტერლინგი/ დამთავრებული, ამის შემდეგ, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელებისას, ბანკი, მომხმარებლის მიერ არჩეულ თანხას, ავტომატურად გადარიცხავს, საქართველოს ბანკში მომხმარებლის მიერ მითითებულ ანაბარზე, რომელსაც ასევე დაერიცხება საპროცენტო სარგებელი.
„ელექტრონული ყულაბით“ სარგებლობა უფასოა. „ელექტრონული ყულაბით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს ბანკი ს პლასტიკური ბარათი და მოქმედი ანაბარი საქართველოს ბანკში. ანაბარზე დაგროვილი თანხის საერთო მოცულობა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციების რაოდენობაზე. ელექტრონული ყულაბით თანხას მომხმარებელი აგროვებს იმ ანაბარზე, რომელიც აქვს მას გახსნილი საქართველოს ბანკში, დაგროვილ თანხაზე ვრცელდება ყველა ის პირობა რაც აქვს კონკრეტულ ანაბარს და ერიცხება ზუსტად იგივე საპროცენტო სარგებელი.“
ანაბარი უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელზე ვისაც ეკუთვნის პლასტიკური ბარათი, მომხმარებელს ასევე შეუძლია მის საკუთრებაში არსებული რამდენიმე სადებეტო პლასტიკური ბარათის მიბმა ელექტრონულ ყულაბაზე და მათი ერთდროულად გამოყენებით თანხის დაგროვება. საბავშო ანაბრის შეთხვევაში კი დედასაც და მამასაც შეუძლიათ, ერთდროულად დააგროვონ თანხა შვილის ანაბარზე.
„ საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შეთავაზოს პროდუქტები, რომელიც მიმართული ინქება მომხმარებლისთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე. ფულის დაზოგვის და დაგროვების თემა ძალიან აქტუალურია და მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, თუმცა ამას, ბევრი მიზეზის გამო, ვერ ახერხებს ხოლმე. ელექტრონული ყულაბით კი ეს ძალიან მარტივია, ყველას შეუძლია შეუმჩნევლად და დამატებითი ძალისხმევის გარეშე დააგროვოს ფული,“ აცხადებს გენერალური დირექტორი.
„ელექტორონული ყულაბა არის ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც აქტიურად მოიხმარს საქართველოს ბანკი ს პლასტიკურ ბარათს,“ აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.
საქართველოს ბანკს აქვს არაერთი ტიპის ანაბარი, მორგებული მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებაზე, შესაბამისად განსხვავებულია ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელიც. ნებისმიერი მოთხოვნების მქონე მომხმარებელი შეძლებს საქართველოს ბანკში მისთვის მისაღები ტიპის ანაბრის გახსნას.
“ საქართველოს ბანკი ”, რომლის საბაზრო წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 34%-ს შეადგენს, უმსხვილესი ბანკია ქვეყანაში.
სადღეისოდ, საქართველოს ბანკს, საქართველოს მასშტაბით უკვე 151 სერვისცენტრი აქვს. ბანკომატების რიცხვი 425-ს აღწევს, რაც ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელია საქართველოში. 2011 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკს გაცემული აქვს 521,167 სადებეტო ბარათი და 122,180 საკრედიტო ბარათი, მათ შორის 99,364 American Express ბარათი.
Related Stories