
საქართველოს ბანკმა, განაცხადა ფულადი გზავნილების ახალი სისტემის „ზოლოტაია კორონას“
დანერგვის შესახებ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„ზოლოტაია კორონას“ ფულადი გზავნილების სისტემის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, ფიზიკური პირებისთვის ფულის გაგზავნა და მიღება, შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთ ი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, რუსეთი, უზბეკეთი და უკრაინა . საქართველოს ბანკში „ზოლოტაია კორონას“ გზავნილის განხორციელება ხდება ონლაინ რეჟიმში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაგზავნიდან, სულ რაღაც 5 წუთში გაანაღდოს გზავნილი.
„ზოლოტაია კორონას“ ფულადი გზავნილით თანხის გაგზავნისას, საკმარისია მხოლოდ ქვეყნის მითითება, თანხის მიმღები პირი კი განაღდებას, არჩეული ქვეყნის ნებისმიერ პუნქტში შეძლებს. საქართველოს ბანკში, „ზოლოტაია კორონას“ გზავნილის როგორც გაგზავნა ისე მიღება შესაძლებელია აშშ დოლარსა და ევროში.
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემების დიდ არჩევანს. ფულის გადარიცხვა/მიღება შესაძლებელია: Western Union, “Ria ფულადი გზავნილები”, “ელვა”, MoneyGram, Contact, Anelik, InterExpress, Unistream და “Быстрая Почта” გადარიცხვის სიტემებით. მომხმარებელს ასევე შეუძლია გზავნილების მარტივად ჩარიცხვა საკუთარ პლასტიკურ ბარათზე ან მიმდინარე ანგარიშზე, როგორც სატელოფონო ცენტრის, ისე ბანკომატის საშუალებით. საკმარისია მომხმარებელი ფლობდეს საქართველოს ბანკი ს ნებისმიერი ტიპის პლასტიკურ ბარათს ან მიმდინარე ანგარიშს ბანკში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ საქართველოს ბანკი ს ვებგვერდს: www.sb.ge ან დარეკეთ 2 444 444.
Related Stories