სააკაშვილი: არაბული გაზაფხული დაამხობს რუსეთის მთავრობას

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

დავით ამაღლობელი

23/03/2010 13:02 (683 დღე 23:20 minutes ago)

საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

დაიბადა 1976 წელს. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით, 2001 წელს კი - ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

1998 წელს დავით ამაღლობელი ინიშნება საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად, იგი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობს.

2001 წლიდან დავით ამაღლობელი სამსახურებრივ კარიერას საქართველოში აგრძელებს და მუშაობას იწყებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად. 2002-2003 წლებში იგი საქმიანობას განაგრძობს სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.

2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობას აგრძელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად, იმავე წელს კი ინიშნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ.

2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელი იკავებს საქართველოს ეროვნული ბანკი ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, 2007 წლის ნოემბრიდან  2009 წლის თბერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ყოფილი პრეზიდენტები:

დავით ამაღლობელი – 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით
რომან გოცირიძე – 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე
ირაკლი მანაგაძე – 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე
ნოდარ ჯავახიშვილი – 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე
დემურ დვალიშვილი – 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე
ნოდარ კაკულია – 1992 წლის აპრილიდან 1992 წლის ნოემბრამდე
ვაჟა ჯინჯიხაძე – 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე
გია თოფურია – 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე
იასონ ლორთქიფანიძე – 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group