ვენეციის კომისიის მდივნის ორი კომენტარის ერთი აზრი

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

ნოდარ ჯავახიშვილი

23/03/2010 13:07 (683 დღე 23:16 minutes ago)

საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

დაიბადა 1954 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1977 წელს ნოდარ ჯავახიშვილი მუშაობას იწყებს სსრკ-ის სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილებაში უფროს ეკონომისტად. 1977-1979 წლებში იგი სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი ეკონომისტია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში - საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი ეკონომისტი, 1980-1983 წლებში კი სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსია. 1983-1985 წლებში ნოდარ ჯავახიშვილი სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილების მმართველია.

1985-1987 წლებში ნოდარ ჯავახიშვილი მუშაობას აგრძელებს სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 1987 წლიდან 1988 წლამდე იგი სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის ბანკები ს საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1988-1991 წლებში სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა.

1991-დან 1992 წლამდე ნოდარ ჯავახიშვილი თბილისის უნივერსალური ბირჟის პრეზიდენტის თანამდებობაზეა. 1992-1993 წლებში კი საქმიანობას აგრძელებს ბინსოცბანკის ისნის რაიონის განყოფილების მმართველად.

1993 წლის ოქტომბერში ნოდარ ჯავახიშვილი ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტად.

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ყოფილი პრეზიდენტები:

დავით ამაღლობელი – 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით
რომან გოცირიძე – 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე
ირაკლი მანაგაძე – 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე
ნოდარ ჯავახიშვილი – 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე
დემურ დვალიშვილი – 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე
ნოდარ კაკულია – 1992 წლის აპრილიდან 1992 წლის ნოემბრამდე
ვაჟა ჯინჯიხაძე – 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე
გია თოფურია – 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე
იასონ ლორთქიფანიძე – 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე.

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group