საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტი 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის
ოქტომბრამდე.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
დაიბადა 1938 წელს. დაამთავრა ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.
1961 წელს დემურ დვალიშვილი მუშაობას იწყებს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილებაში უფროს ეკონომისტად, შემდეგ კი განყოფილების გამგედ. მას 1975 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, უკავია ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის თანამდებობები. 1977-1981 წლებში დემურ დვალიშვილი ქ. მახარაძის (ოზურგეთი) რაიკომის მდივანია.
1981 წლიდან 1990 წლამდე დემურ დვალიშვილი საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრია. 1990-1991 წლებში მას ირჩევენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ამ პერიოდში იგი საბიუჯეტო-საბანკო ქვეკომისიის თავმჯდომარეა.
1992 წლის ნოემბერში დემურ დვალიშვილი ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტად.
დემურ დვალიშვილი გარდაიცვალა 1994 წელს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ს ყოფილი პრეზიდენტები:
დავით ამაღლობელი – 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის
თებერვლის ჩათვლით
რომან გოცირიძე – 2005 წლის მარტიდან 2007 წლის
ოქტომბრამდე
ირაკლი მანაგაძე – 1998 წლის მარტიდან 2005 წლის
მარტამდე
ნოდარ ჯავახიშვილი – 1993 წლის ოქტომბრიდან 1998
წლის მარტამდე
დემურ დვალიშვილი – 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის
ოქტომბრამდე
ნოდარ კაკულია – 1992 წლის აპრილიდან 1992 წლის
ნოემბრამდე
ვაჟა ჯინჯიხაძე – 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის
მარტამდე
გია თოფურია – 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის
იანვრამდე
იასონ ლორთქიფანიძე – 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის
25 თებერვლამდე.
Related Stories