სააკაშვილი: არაბული გაზაფხული დაამხობს რუსეთის მთავრობას

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

ვაჟა ჯინჯიხაძე

23/03/2010 13:10 (683 დღე 23:08 minutes ago)

საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტი 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

დაიბადა 1931 წელს. დაამთავრა მოსკოვის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, იურისტის სპეციალობით.

ვაჟა ჯინჯიხაძე 1956 წელს მუშაობას იწყებს "თბილმრეწვაჭრობის" საგეგმო განყოფილებაში ეკონომისტად. 1957-დან 1961 წლამდე იგი საქართველოს ვაჭრობის სამინისტროში მინისტრის თანაშემწე, მოგვიანებით კი ვაჭრობის განვითარებისა და ტექნიკის დანერგვის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. 1961-1963 წლებში ვაჟა ჯინჯიხაძე საქმიანობას აგრძელებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში რეფერენტის თანამდებობაზე, 1963-1965 წლებში იგი მინისტრთა საბჭოში ვაჭრობისა და ფინანსთა ჯგუფის გამგე, 1965-1969 წლებში კი საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილეა.

1969 წლიდან 1977 წლამდე ვაჟა ჯინჯიხაძე მუშაობდა სსრკ-ის სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მმართველის თანამდებობაზე. 1977 წლიდან იგი საქმიანობას აგრძელებს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის ბანკის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 1983-1988 წლებში ვაჟა ჯინჯიხაძე ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ბანკის გამგეობის თავმჯდომარეა.

1988 წლიდან ვაჟა ჯინჯიხაძე საქართველოში ბრუნდება და 1990 წლამდე რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზეა. 1991-1992 წლებში იგი საქართველო-იტალიის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობს, საიდანაც 1992 წლის იანვარში გადაჰყავთ საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ვაჟა ჯინჯიხაძე იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. თავისი კარიერის განმავლობაში მას მიღებული ჰქონდა სახელმწიფო მნიშვნელობის მრავალი ჯილდო.

ვაჟა ჯინჯიხაძე გარდაიცვალა 1993 წელს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ყოფილი პრეზიდენტები:

დავით ამაღლობელი – 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით
რომან გოცირიძე – 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე
ირაკლი მანაგაძე – 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე
ნოდარ ჯავახიშვილი – 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე
დემურ დვალიშვილი – 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე
ნოდარ კაკულია – 1992 წლის აპრილიდან 1992 წლის ნოემბრამდე
ვაჟა ჯინჯიხაძე – 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე
გია თოფურია – 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე
იასონ ლორთქიფანიძე – 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე.

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group