იანვარში საქართველოში ინფლაციის დონე 0,5 პროცენტი იყო

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

იასონ ლორთქიფანიძე

23/03/2010 13:12 (683 დღე 23:14 minutes ago)

საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველი 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

1889 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მოღვაწეობა არაკეთილსაიმედოდ მიიჩნია და ახალგაზრდა იურისტს მუშაობა აუკრძალა. ამ მიზეზით იასონ ლორთქიფანიძემ სამშობლოს ფარგლებს გარეთ - ჯერ განჯაში, შემდგომ ვლადიკავკაზში გააგრძელა საქმიანობა.

განჯაში მისი თაოსნობით დადგინდა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და სწორედ მისი უდიდესი წვლილის შედეგიცაა, რომ 1893 წელს ბარათაშვილის ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა. იასონ ლორთქიფანიძე ასევე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი. 1918 წლიდან იასონ ლორთქიფანიძე ეროვნული საბჭოს წევრი იყო, 1920 წელს კი, თბილისში დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ - მისი პირველი მმართველი.

ამ პოსტზე სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების მიერ ეროვნულ-დემოკრატისათვის ხმის მიცემა იასონ ლორთქიფანიძის მაღალი პროფესიონალიზმით და ქვეყნის წინაშე დამსახურებით უნდა აიხსნას. 1921 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა და მმართველის თანამდებობაზე 1923 წლამდე იასონ ლორთქიფანიძე დატოვეს, თუმცა მალე მოადგილედ დააქვეითეს და 1924 წელს მისგანვე ორგანიზებული სამრეწველო ბანკის უფროსად გადაიყვანეს. სამ წელიწადში ამ თანამდებობიდანაც გაანთავისუფლეს და 1927 წლიდან 1934 წლამდე არა მარტო საფინანსო საქმიანობა, არამედ სამსახურიც აუკრძალეს. ხელისუფლებამ სამოცდაათ წელს მიტანებულ იასონ ლორთქიფანიძეს ბოლოსდაბოლოს ნდობა გამოუცხადა - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს. მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა მისი ეპისტოლარული დანატოვარი საბანკო საკითხების შესახებ. იასონ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1949 წელს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ყოფილი პრეზიდენტები:

დავით ამაღლობელი – 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით
რომან გოცირიძე – 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე
ირაკლი მანაგაძე – 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე
ნოდარ ჯავახიშვილი – 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე
დემურ დვალიშვილი – 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ოქტომბრამდე
ნოდარ კაკულია – 1992 წლის აპრილიდან 1992 წლის ნოემბრამდე
ვაჟა ჯინჯიხაძე – 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე
გია თოფურია – 1991 წლის ოქტომბრიდან 1992 წლის იანვრამდე
იასონ ლორთქიფანიძე – 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე.

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group