2011 წელს მსოფლიოში 1, 55 მილიარდ ტელეფონი და სმარტფონი გაიყიდა

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

რობერტო კავალი

07/06/2010 13:36 (607 დღე 22:42 minutes ago)

http://www.etonline.com/media/photo/2007/10/34234/400_jlopez_071031_robloud_76581334.jpg

დაიბადა 1940 წლის ნოემბერში, ფლორენციაში, იტალია; ჯორჯიო (მაღაროს ინსპექტორი) და მარსელა (მკერავი, ქალიშვილობის გვარი როსი) კავალის ვაჟი. 1964 წელს დაქორწინდა სილვანელა ჯანონიზე (განქორწინდა 1974); დაქორწინდა ევა დურინგერზე; შვილები: ქრისტიანა, ტომასო (პირველი ქორწინებიდან), რაშელი, დანიელე  (ვაჟი), რობინი (ვაჟი) (მეორე ქორწინებიდან). განათლება: 1957 წლიდან ირიცხებოდა ფლორენციის ხელოვნების აკადემიაში.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში


კარიერა დაიწყო როგორც ტექ სტილი ს მხატვარმა იტალიური ტრიკოტაჟის ხაზისათვის, 1960 წ; შექმნა მაისურების, უხეში მატერიისა და ტყავის დიზაინის კომპანია; მუშაობდა მარიო ვალენტინოს დიზაინი სახლისათვის; ფლორენციაში, სანტ–ტროპეზში გახსნა საკუთარი სახელობის ბუტიკი; 1972 წელს იტალიაში, ფლორენციაში გამართა ქალის ტანსაცმლის პირველი ჩვენება; 1990 წლების დასაწყისში, კავალის ჯინსების წარმატების საფუძველზე განახლდა დიზაინის სახლი  (გადაერქვა სწორედ კავალი). 1994 წელს დაიწყო ქალის ხაზის ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე; გახსნა მედისონ ავენიუ ბუტიკი, სექტემბერი, 1999. ასევე დიზაინს უკეთებდა რობერტო კავალის სახლს, სახლის ნაკეთობათა დივიზიას და ქონდა 10 პროდუქტის ლიცენზია, სუნამოებით დაწყებული ფეხსაცმელების ჩათვლით.

იტალიელი დიზაინერის, რობერტო კავალის მრავალფეროვანმა, შემოქმედებითად გაფორმებულმა ტანსაცმელმა მოუტანა მას ლოიალური მიმდევრობა მოდის მიმდევარ მამაკაც, ქალ და პოპ ვარსკვლავთა შორის.
ძალიან პოპულარული გახდა, როდესაც დაიწყო ინოვაციურად მოხატული ტყავების ბიზნესი 1970 წელს, მაგრამ გაურკვევლობაში გადავიდა, როგორც კი სტილი გახდა მინიმალისტური. მოდის მიმდევრებმა და ცნობილმა ადამიანებმა 90–იან წლებში  აღმოაჩინეს მისი სტილი , როგორც ექსტრავაგანტული დიზაინის მქონე და დაეხმარნენ გამხდარიყო ყველა სეზონის ყველაზე მოთხოვნადი  სიახლეებში.

 1940 წელს დაბადებული კავალი ფლორენციის დედაქალაქის ტასკანის მკვიდრია. მისი მამა, ჯორჯიო პროფესიით მაღაროს ინსპექტორი იყო, ხოლო დედა, მარსელა , მკერავი. მარსელა იყო იტალიაში მაკიაველის მხატვართა გუნდის წევრის, მსახიობ ჯუზეპე როსის ქალიშვილი, მაკიაველის მოძრაობა იყო ფრანგული იმპრესიონისტების განშტოება და კავალის ბაბუის ნამუშევრები ფლორენციის საპატიო უფიზის მუზეუმში დაკიდულ ნამუშევართა შორისაა. როდესაც იტალია ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში, ფლორენციაში გერმანელი სამხედრო დანაყოფები ჩამოვიდნენ და კავალის მამა მოკლეს. “რაღაც მოხდა პარტიზანებსა და გერმანელებს შორის და მამაჩემი იყო ჩართული“, უთხრა კავალიმ ნიკ ფოლკს, მწერალს „ლონდონ ივნინგ სტანდარტიდან“,“ასე რომ დედაჩემმა იზრუნა ჩემზე და ჩემს დაზე. ამან ჩემი პიროვნება უფრო ღრმა, უფრო ძლიერი გახადა.

1957 წელს კავალი, გეგმებით გაყოლოდა ბაბუის კვალს ან გამხდარიყო არქიტექტორი, ფლორენციის ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა, მან დაიწყო ხელოვნების კურსის ახალგაზრდა სტუდენტთან შეხვედრა და მისი გეგმებიც შეიცვალა. “ის იყო კლასიკური, ძალიან მშვენიერი იტალიელი გოგონა“, თქვა კავალიმ პირველ ცოლზე „ივნინგ სტანდარტში“

ინტერვიუ ფოლკსთან: “მისი მშობლები ოცნებობდნენ, რომ გაყოლოდა ექიმს ან ადვოკატს. მე კი მხოლოდ ხელოვნების ინსტიტუტის გაჭირვებული სტუდენტი ვიყავი.“ მისი ქონება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 1960 წელს, როდესაც მეგობარმა აამუშავა ნაქსოვი მატერიის ხაზი და სთხოვა მას ხელით მოეხატა ზოგიერთი სვიტერი. მათ წარმატებას მიაღწიეს და კავალიმ სერიოზულად დაიწყო მატერიის მოხატვის ხელოვნების კვლევა. დაიწყო მაისურებისა და ჯინსების შექმნა, რომლებიც ძალიან იზიდავდა ახალგაზრდა იტალიელებს. გარკვეული დროის განმავლობაში ის მუშაობდა მარიო ვალენტინოსთვის, ნეაპოლელი დიზაინერისთვის, რომელიც ცნობილია მისი მოხერხებული ტყავითა და ზამშით. ”ივნინგ სტანდარტის” ჟურნალისტთან ფოლკსთან ინტერვიუს დროს მან გაიხსენა: “მე მქონდა ტყავის მოხატვის იდეა, ვიყენებდი ხელთათმანის ტყავს ფრანგული ტყავის ქარხნიდან, მე დავინახე, რომ შესაძლებელია საღამოს კაბის ვარდისფერ ტყავში გაკეთება – დაუჯერებელია“. კავალიმ საკუთარი ბუტიკი გახსნა სანტ–ტროპეზში, ფრანგულ რივიერაზე.

1972 წელს კავალიმ ფორმალურად დაიწყო საკუთარი ქალის ხაზის წარმოება ექსტრავაგანტული ჩვენებით. მისი გამოყვანილი, კაშკაშად შეფერილი ტანისამოსი სწრაფად გახდა პოპულარული უფრო დაუსაქმებელი კლასის ტენდენციურ ევროპელებში. ერთ-ერთი პირველი ცნობილი სახე, რომელმაც მისი დიზაინი მოირგო იყო ფრანგული კინოს ვარსკლვლავი ბრიჯიტ ბარდო და მალე მისი სახელობის ბუტიკები სთავაზობდნენ  დისკოთეკის ტანისამოსს 1970–იანი წლების ელიტას. მოგვიანებით, კავალის  ყველაზე მაღალი დონის დიზაინები შედარებულია იტალიელი ყმაწვილის, ჯანი ვერსაჩეს ქმნილებებთან, რომლის სახელი ექსტრავაგანტულობის სინონიმი გახდა 1980–იან წლებში. “ადვილი იქნება ითქვას, რომ კავალი ახალი ვერსაჩეა“ აღნიშნა ფოლკსმა ივნინგ სტანდარტში დაბეჭდილ სტატიაში“, თუმცა როცა ის ცოცხალი იყო, უფრო აკურატული იქნებოდა ვერსაჩესთვის ახალი კავალი გვეწოდა“. ამგვარად ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტმა რუთ ლა ფერლამ განაცხადა, რომ კავალის „მოკაზმული საღამოს ტანისამოსი, ჯინსები და პითონის შარვლები ვერსაჩესა და დოლჩე–გაბანას როკენ როლის მოდის წინამორბედი იყო.“  
1980–იანი წლების განმავლობაში, სხვა იტალიელების მსგავსად, კავალიმ თითქოს დაკარგა საყრდენი მოდაში, მათ შორის ვერსაჩემ და ჯორჯიო არმანიმ, დაიწყო ძლიერი ინტერნაციონალური  მიმდევრობის მოპოვება. სხვებისგან განსხვავებით კავალი დარჩა ფლორენციაში და მონაწილეობა არ მიუღია  გაზაფხული/ზაფხულის და შემოდგომა/ზამთრის ახალი კოლექციის სეზონურ პრეზენტაციაში, რომელიც ცნობილი იყო მილანის მოდის კვირეულის სახელით. მეტიც, მისი მიმზიდველი ტანისამოსი ჩაიკარგა უფრო მინიმალისტურ – მშვენიერ  სამოსში, რომელმაც დაიწყო დომინირება 1990–იან წლებში.  ”კავალიმ უარი თქვა საკუთარი სტილი ს ადაპტაციაზე“ წერს ვერნონი „ობზერვერში“  "და მისი ლეიბლი თითქოს განწირული იყო სამუდამოდ გამქრალიყო, მას სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ ხანში შესული, უგემოვნო, ბრიყვულად გადატვირთული ევრო ნაგავის მცირე ნაკადით”. კავალის მეორე ცოლი, ევა, მიჩნეულია 1990-იანებში მისი მოდის სახლის რენესანსის ძალად. კავალი შეხვდა ყოფილ მის ავსტრიას, როდესაც ის 18 წლის იყო და მონაწილეობდა 1977 წელს ”მის სამყაროს” კონკურსში სანტო დომინგოში, დომინიკის რესპუბლიკაში. იმ დროს კავალი 37 წლის იყო, განქორწინებული, ორი შვილის მამა და ამ კონკურსის მთავარი ჟიური. ქერა ევა დერინგერი არაოფიციალური გამოკითხვებით გვირგვინისთვის მებრძოლთა შორის ლიდერად იყო დასახელებული. ამის ნაცვლად მან პირველობა მის ტრინიდად და ტობაგოს დაუთმო, რომელიც პირველი შავკანიანი მის სამყარო გახდა, მან მეორე ადგილი დაიკავა და კავალის გული დაიპყრო.  ისინი დაქორწინდნენ და ოჯახი შექმნეს. როდესაც მათი ბავშვები შედარებით დამოუკიდებლები გახდნენ ადრეულ 1990-იანებში, ევამ წარმოადგინა თავისი შეხედულებები ქმრის ბიზნესი ს შემოსავლის გასაუმჯობელებლად. ”მე ვფიქრობდი გავჩერებულიყავი”, აღიარა მისმა ქმარმა ”ტაიმ ინტერნეშენალის” ჟურნალისტ ლორენ გოლდშტეინთან, ”მაგრამ შემდეგ ევა დაინტერესდა ამით, მე მისთვის დავიწყე, ხელახლა ჩავერთე ამ საქმეში”.
ფლობდა რა უხეშ მატერიაზე მოხატვის ხელოვნებას, კავალიმ ჩაუშვა ჯინსების ხაზი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი შემოსავლები. მან თავისი ტანსამცლის ხაზის ჩვენება მოაწყო მილანის მოდის კვირეულზე 1994-ში და მალე მისმა დამახსიათებელმა, დამოკლებულმა შიფონის კაბებმა და ზებრისებური საგნების ხელწერამ მთელი ახალი თაობის ვარსკვლავების ყურადღება მიიპყრო, ზოგიერთი მათგანი იმდენივე წლის იყო, რამდენისაც მისი კომპანია. ვარსკვლავებს შორის იყვნენ ჯენიფერ ლოპესი და კრისტინა აგილერა, ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი და მაგნატი რეპერი შონ პი დიდი კომბსი. ”ვარსკვლავებთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია,” განუმარტა კავალიმ  WWD.com-ის წარმომადგენელ ერიკ ვილსონს. ” პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისთვის, რადგან ეს მე მაგრძნობინებს თავს მნიშვნელოვან ადამიანად. ხანდახან იტალიაში შენ არ იცი რამდენად მნიშვნელოვანი ხარ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ადრენალინი და აქედან მეწყება შემოქმედებითი პროცესი”.  
 კავალის ტანისამოსი მოდური გახდა ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტში და თავის მხარეს გადაიბირა ის. ის, რასაც ”ინდეფენდენთ სანდის” ჟურნალისტმა რებეკა ლოუტორპმა უწოდა ტერმინი ”კავალის კულტი”,  შედიოდა ”არამარტო ყოველი დიდი როკ, პოპ ან რეპ ვარსკვლავი, მადონადან დაწყებული მერი ჯეი ბლაიჯით დამთავრებული, ასევე ყველა მსახიობი სერიალიდან ” სექსი დიდ ქალაქში”, მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოდური ადამიანები, ვინც ტრადიციულად ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ფერად, დატვირთულ ტანსაცმელს.” კავალის კაბა  მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა სერიალის ” სექსი დიდ ქალაქში”, როდესაც სარა ჯესიკა პარკერის გმირ კერის აიძულეს გადაელაგებინა თავისი გადატვირთული გარდერობი, რათა თავისი ბოიფრენდის ტანსაცმლისთვის ადგილი გამოეყო. ადგილისათვის მათი ბრძოლა მოგვიანებით უფრო იძაბება და კერი მას ეუბნება: ”ეს რობერტო კავალია! მე ის გადავაგდე და მე ის მიყვარს! მეტი რაღა გინდა?”

1990-იანი წლების ბოლოს კავალიმ სერიოზულად დაიწყო ამერიკული ბაზრის ყურადღების მიპყრობა. მან დაიწყო რეკლამირება ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა კოსმოპოლიტენი, და დაიქირავა მენეჯერთა გუნდი  მისი ხაზის განმავითარებელ შეერთებული შტატების ისეთ წამყვან მოვაჭრეებთან სამუშაოდ, როგორიცაა მაგალითად ბერგდოფ გუდმენი. რობერტო კავალის მაღაზია მედისონ ავენიუზე შესანიშნავი მისამართით გაიხსნა 1999. მცდელობამ გაამართლა და  2002 წლისთვის კავალის შეერთებული შტატების გაყიდვები გასამმაგდა სულ რაღაც 2 წელიწადში. როგორც მან აღნიშნა „ფიფლ“–ის ჟურნალისტთან საუბარში: “ჩემი სტილი გახდა წარმატებული იმიტომ, რომ სხვა დიზაინერები გახდნენ მონოტონურები“

კავალი იშვიათი კრიტიკის სამიზნე გახდა, რასაც ზოგიერთები მის კოლექციაში ბეწვეულის ჭარბად შემოტანას უკავშირებდნენ. მამაკაცების კოლექცია, რომელიც მან ხელახლა გამოუშვა  1999 წელს, თითქოს მისი ქალის ხაზის ტანსაცმლის შთაგონების მსგავსია. მისი პირველი მცდელობა 1974 წელს არ იყო წარმატებული. „დეილი ნიუს რექორდის“ ჟურნალისტთან, ლუიზა ზარგანთან ინტერვიუში ის იხსენებს: “კოლექცია მეტისმეტად ფემინისტური იყო, ძალიან ფერადი და არტისტული. მე საერთოდ არ ვიყავი ბედნიერი მასთან დაკავშირებით. მე მყავდა მაღალი და ჰერმაფროდიტი ქალები, რომლებიც პოდიუმზე მოძრაობდნენ მამაკაცის ტანისამოსში გამოწყობილები, საბოლოო შედეგმა უბრალოდ განცდა არ გამოიწვია”. ის ინარჩუნებს გარკვეულ ხედვას, რის გამოც პოპულაციის მდედრობითი სქესის გარკვეულ ნაწილს სურს, რომ ეცვას. “დიდი ხნის განმავლობაშ დიზაინერები ცდილობდნენ ქალები შეემოსათ როგორც მამაკაცები,“ უთხრა მან „ვოლ სტრიტის“ ჟურნალისტს, სესილია როუდერს, “მე ეს შევცვალე, მე შევეცადე გამომეტანა ფემინისტური, სექსუალური მხარე, რომელიც ყველა ქალს გააჩნია შინაგანად.“
 „სწორედ კავალი“, როგორც კავალის სპორტული ტანისამოსისა და ჯინსების ხაზის, ასევე მილანში კავალის კუთვნილი რესტორნის სახელია.  რობერტო კავალის სახელით შესანიშნავად კეთდება არამარტო ჭურჭლის დიზაინი, წითელ ტონალობაში და                              დომინირებს ზებრის ზოლების სტილი , ასევე აქვს აქსესუარების, სუნამოების, ფეხსაცმელების, საცურაო კოსტუმებისა და სათვალეების ლიცენზიები. იგი აბანდებს  ფულს  მარკეტინგული თვალსაზრისით არასურვილისამებრ. მან ლოუტორპს „ინდეფენდენტთ სანდისთან“ ინტერვიუს დროს  უთხრა: “მე არასოდეს მიყვარდა რეკლამაზე ზედმეტის დახარჯვა“ მან დაამატა „მთელი ცხოვრების განმავლობაში ვფიქრობდი, მოდა არ უნდა იყოს რეკლამირბული სარეცხი მანქანების მსგავსად.“

კავალის კომპანია კმაყოფილი დარჩა შეერთებული შტატების გაყიდვებით, სადაც 2004 წელს დაახლოებით 150$ მილიონი შემოვიდა. დიზაინერის გეგმები ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მომავალი გაფართოებაა, ამაში შევა ნიუ იორკის ქალაქის კაფე, მილანის კავალის კაფის  შესაბამისად აშენებული, რომელიც წარმოადგენს მის ჭურჭელს –და ბუტიკი ბევერლი ჰილსზე, საყიდლების ქუჩაზე, როდეო დრაივზე. იგი იქნება ოცდამეცხრამეტე რობერტო კავალის ბუტიკებში, პირველის ჩათვლით, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს სანტ ტროპეზში.

კავალი და მისი ოჯახი, მიუხედავად ყველაფრისა, რჩებიან ფლორენციაში, სადაც ქალაქგარეთ მთაზე მდებარე მისი სახლი ვარსკვლავებს მასპინძლობს და ჭორებს თუ დაუჯერებთ ისეთივე მდიდრულია, როგორც მისი ტანსაცმელი. ის და მისი ცოლი, ვისთანაც მას სამი შვილი ჰყავს, უვლიან სუფთა სისხლის ცხენებს, ჩიანტის რეგიონში აქვთ ვენახი და მართავენ შოკოლადის ფაბრიკას იტალიაში. კავალი მართავს საკუთარ ვერტმფრენს და მოტორიან ნავს, რომელიც ასახავს მის ხელწერას, ზებრის ზოლები აქვს, აგრეთვე ფლობს სამ სპორტულ ფერარის, თითოეულ მანქანას გააჩნია სპეციალურად დამზადებული საბარგული. ბევრი ჟურნალისტი აღნიშნავს, ვისაც მისთვის ინტერვიუ ჩამოურთმევია, პიროვნულად იგი ინარჩუნებს 1970–იანი წლების გარეგნობას თავისი მორგებული ჯინსებით, თეძომდე გახსნილი პერანგის ღილებით და ოდნავ გრძელი თმით, რომელიც უკვე ვერცხლისფრადაა შეფერილი. 2003 წლის შუა პერიოდში  ის გამოჩნდა ფლორენციის სასამართლოში მას შემდეგ, რაც იტალიელმა სამართალდამცავებმა ის გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს. ეს არ იყო უჩვეულო შემთხვევა მაგნატების წინააღმდეგ იტალიაში, ქვეყანაში, სადაც სავარაუდო საგადასახადო ცხრილებით რეალურად იღებენ მხედველობაში გადასახადების გადამხდელთა პროცენტს, რომლებიც სავარაუდოდ იტყუებიან.

2003-ში კავალი აირჩიეს ემსახურა ნიუ იორკ სითის საპატიო მარშალად კლუმბის დღის აღსანიშნავ აღლუმზე. იტალიური მემკვდირეობის წარმომადგენელ ცნობილ ადამიანებს ხშირად ანიჭებენ ასეთ პატივს და წარსულში საპატიო მარშალებს შორის იყვნენ ფრენკ სინატრა და ლუჩიანო პავაროტი. კავალი პირველი დიზაინერი იყო, რომელიც ამ აღლუმს წარუძღვა. იმავე ოქტომბრის დღეს, მისი დაწერილი სტატია სათაურით ”ლამაზი ამერიკა” ("America La Bella") გამოქვეყნდა ”უოლ სტრიტ ჯორნალში”. მასში მან თავი გააიგივა იტალიურ-ამერიკულ საზოგადოებასთან, ვის მიღწევებსაც ეს აღლუმი აღნიშნავდა. ”ამ ქვეყანამ ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ყოველთვის მიყვარდა ამერიკა”, წერდა ის. ”ის ხელგაშლილი ხვდება ყველას, ვისაც აქვს შენების სურვილი. ეს არის ოჯახისა და საწარმოს ნარევი.”

კავალის მფლობელობაში არსებული ბიზნესები:

    *
      Just Cavalli
    *
      Just Cavalli underwear & beachwear
    *
      Roberto Cavalli underwear
    *
      Class Roberto Cavalli
    *
      Roberto Cavalli accessories
    *
      Roberto Cavalli angels e Roberto Cavalli devils
    *
      Roberto Caballi neonato
    *
      Roberto Cavalli angel shoes e Roberto Cavalli devils shoes
    *
      Roberto Cavalli and Just Cavalli Eyewear
    *
      Roberto Cavalli timewear
    *
      Just Cavalli time
    *
      O Cavalli e Just Cavalli profumi
    *
      Roberto Cavalli vodka
    *
      Just cavalla club
    *
      Just Cavalli cafe
    *
      Cafe Giacosa

 

 

Source: IPM

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group