შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა

18/08/2011 15:22 (279 დღე 08:46 minutes ago)

elvis_presley-208181.jpg

1977 წლის 16 აგვისტოს როკენროლის მეფე ელვის პრესლი  უგონო მდგომარეობაში იპოვეს გრეისლენდის სახლში.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ელვის პრესლი  მემფისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ექიმებმა მისი გარდაცვალების შესახებ აუწყეს მსოფლიო ს. ელვის პრესლი სულ რაღაც 42 წლის იყო. გვამის გაკვეთის შემდეგ პათოლოგანატომებმა სიკვდილის მიზეზად გადაჭარბებული ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება დაასახელეს.

ელვისი ძალზედ მოკრძალებულად იზრდებოდა. მისი ოჯახი ორ ოთახიან პატარა სახლში ცხოვრობდა. პატარაობაში ის ოჯახურ  შეკრებებსა და ეკლესიებში მღეროდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი სატვირთო მანქანის ტარებით ირჩენდა თავს.  მუსიკალური კარიერა 1954 წელს დაიწყო, ხოლო 1956 ში რადიოტალღებზე გამოსული სიმღერით “heartbreak hotel”  ის  როკენროლის ვარსკვლავად იქცა. აუდიტორია მოჯადოებული იყო მისი უნიკალური სიმღერისა და პროვოკაციული ცეკვის  სტილი თ. ერთმანეთის მიყოლებით ეთერში ისმოდა მისი ჰიტები „ Don’t be cruel“, „Hound dog”, “Love me tender”, „jailhouse rock“ და სხვ. კარიერის პიკში 1957 წელს ელვის პრესლი ჯარში გაიწვიეს,  სადაც 3 წელი იმსახურა. 1969 წელს პრესლი ჩამწერ სტუდიას დაუბრუნდა და თავის რეპერტუარს რომანტიული ბალადები შემატა. საკონცერტო ტურების პარალელურად ის ჰოლივუდის ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ამ მხრივ მისი კარიერა დიდად არ გამოირჩეოდა. უდავოა, რომ კომერციული წარმატება ამ ფილმებს მაინც ხვდა წილად.

16 აგვისტოს გრეისლენდში თხუტმეტიდან ოცი ათასამდე  თაყვანისმცემელი შიკრიბა.  ისინი სანთლებით ხელში დუმილით მიაგებდნენ პატივს როკენროლის მეფეს. გარდაცვალებიდან ოცდამეთოთხმეტე წლისთავზე მას კვლავ გულშემატკივართა არმია ჰყავს.  მის მიერ აშენებულ ვილას გრეისლენდში, რომელიც დღეს მუზეუმადაა გადაკეთებული, წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანი სტუმრობს. მომავალ წელს 16 აგვისტოს გრეისლანდში 75 ათასამდე სტუმარს ელოდებიან.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group