ივანიშვილი ნატოსა და რუსეთზე

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

სოფო ნიჟარაძე დღეს "ევროვიზიის" 55-ე ფესტივალის ნახევარფინალში იასპარეზებს

27/05/2010 13:57 (622 დღე 04:39 minutes ago)

საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე დღეს "ევროვიზიის" 55-ე ფესტივალზე, "ტელენორის" არენაზე მეორე ნახევარფინალური საღამოს ფარგლებში გამოვა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კონკურსს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირი ეთერით ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე გადასცემს, იუწყება პირWელი.

 

აღსანიშნავია, რომ Gოოგლე-ის გამოკითხვაში ქართველი მონაწილე საპატიო მეორე ადგილს იკავებს. ამასთან, ნიჟარაძე ოსლოში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე ყველაზე მომხიბვლელ კონკურსანტად დაასახელეს. ნორვეგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი ევროვიზიის მონაწილეთა საუკეთესო ხუთეული შეარჩია, რომელთა შორის საქართველოს წარმომადგენელიც დასახელდა. ამასთან დაკავშირებით ევროვიზიის ქართველ მონაწილეს ოსლოს მერიაში გამართულ მიღებაზე სპეციალური სიგელიც გადასცეს, საქართველოს მიერ ოსლოში მოწყობილი წვეულება კი წლის ყველაზე შთამბეჭდავ ღონისძიებად აღიარეს. "საქართველოს დელეგაციამ ოსლოში გლამური, ბრწყინვალება და შარმი ჩამოიტანა" - ასე აფასებს ევროვიზიის ოფიციალური საიტი ქართული კულტურის საღამოს, რომელიც ნორვეგიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და ევროვიზიის ფესტივალთან დაკავშირებით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ნახევარფინალური კონცერტი 25 მაისს ჩატარდა. მაყურებლისა და კომპეტენტური ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, მათ შორის – ბოსნია-ჰერცოგოვინას წარმომადგენელი ვუკასინ ბრაჯიქი სიმღერით "Munja i grom", მოლდოვას წარმომადგენელი ოლია ტირა და "Sun Stroke Project" სიმღერით - "Run away", რუსი პიოტრ ნალიჩი სიმღერით "Lost and Forgotten", ბერძნი გიორგოს ალკაიოსი სიმღერით "OPA", პორტუგალიელი ფილიპა აზივიდო სიმღერით "Há Dias Assim", ბელარუსიის წარმომადგენელი ჯგუფი "3+2" სიმღერით "Butterflies"(wildcard), სერბი მილან სტანკოვიჩი სიმღერით "Ovo je Balkan" (წილდცარდ), ბელგიელი ტომ დაისე სიმღერით "Me And My Guitar", ალბანელი ჯულიანა პაშა სიმღერით "Nuk mundem party", ისლანდიელი ჰერა ბიორკი სიმღერით "Je Ne Sais Quoi". 2010 წლის ევროფესტივალს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მასპინძლობს.

 

კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს. ევროფესტივალის ფინალი 29 მაისს ჩატარდება. გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. მაყურებელს ხმის მიცემა სატელეფონო ზარებისა და SMS-ების საშუალებით შეეძლება. ხმების დათვლას ევროპის მაუწყებელთა კავშირის პარტნიორი კომპანია "იგამე" ახორციელებს. პროცესს 200 აპარატი-ოპერატორი აფიქსირებს და 84 ადამიანი ადევნებს თვალს.

 

შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან ევროვიზიის კონკურსის ხმის მიცემის წესებში კომბინირებული სისტემა დამკვიდრდა: გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიურის გადაწყვეტილებას 50% მიენიჭა. ჟიურის წევრებად თითოეული ქვეყნიდან მუსიკის სფეროში მოღვაწე 5 პროფესიონალს ირჩევენ. კომპეტენტური ჟიური საკონკურსო სიმღერებს სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე აფასებს. 2010 წელს, პირველად ევროვიზიის ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ხმის მიცემა პირველი საკონკურსო სიმღერის გაჟღერებისთანავე დაიწყოს და შოუს დასრულების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში განაგრძოს. ერთი ტელეფონიდან ზარის განხორციელაბა 20-ჯერ იქნება შესაძლებელი. გულშემატკივარს უფლება არ აქვს, თავისი ქვეყნის წარმომადგენელს დაუჭიროს მხარი. ჟიურის გადაწყვეტილებისა და მაყურებელთა ხმების (50% - 50%) შეჯერების შემდეგ ევროვიზიის წამყვანები ნახევარფინალიდან ფინალში გადასულ 10 კანდიდატს ასახელებენ.

 

ევროვიზიის კონკურსის წესების თანახმად, ფინალში ავტომატურად იღებენ მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და გასული წლის გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენლები. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group