ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვას აპრილისთვის ვარაუდობს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

იტალიელი მზარეული სალვატორე დე ვივო ბარ – რესტორან Filini – ს სტუმრობს

ავტორი ქეთი ჩხიკვაძე, The FINANCIAL

27/05/2010 19:24 (621 დღე 22:27 minutes ago)

ბარ – რესტორანი Filini, სასტუმრო ”Radisson Blue Iveria”- ს იტალიური რესტორანი, თბილისში 12 მაისს, კიევი ს „Radisson Blue“– ს იტალიური რესტორნის „Mille Miglie” – ს  მზარეულს, სალვატორე დე ვივოს მასპინძლობს, რომელიც თბილისში ივლისის ბოლომდე დარჩება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სალვატორე ნამდვილი იტალიური სამზარეულოს ხელოვნებას გაგვაცნობს და იმედი გვაქვს, რომ რამოდენიმე კერძის მომზადების საიდუმლოსაც გაგვიზიარებს.


სალვატორე, რომელიც წარმოშობით ნეაპოლიდანაა, თბილისში ყოფნის დროს  იტალიურ კერძებს მოამზადებს და მონაწილეობას მიიღებს სასტუმრო ”Radisson Blue Iveria“ – ში გამართულ ღონისძიებებში.  ის საკუთარი რეცეპტებით მოამზადებს სპაგეტსა და სოუზს.


სპაგეტისა და რიზოტოს საღამოები, ღვინის დაგემოვნება, ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებიდან, რომლების ჩატარებაც  ბარ – რესტორან Filini – ში იგეგმება იტალიელი მზარეულის ვიზიტის დროს.


Filini ყოველკვირა თავის სტუმრებს სალვატორეს მიერ მომზადებულ სპეციალურ კერძებს შესთავაზებს.


„კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, სტუმრებს ლანჩზე და სადილზე განსაკუთებული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ, ხოლო შემდეგ კვირას ბარ – რესტორანი დამატებით ახალ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს, რათა მათ ნეაპოლის ნამდვილი გემო შეიგრძნონ.

 

ბარ – რესტორანი Filini – ში სტუმრების გარკვეულ რაოდენობას შესაძლებლობა ექნებათ სალვატორე სამზარეულოში კერძების მომზადების პროცესში ნახონ.

 

„ის სტუმრებისათვის  სპეციალურ მენიუს შექმნის, მათ გააცნობს გამოყენებულ ინგრედიენტებს,   შექმნის სტუმრებისათვის სასიამოვნო ატმოსფეროს და ისინიც ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ჩართულები იქნებიან,“ ამბობს ”Radisson Blue Iveria”- ს მთავარი მზარეული გიორგი ლეივადიოტისი.

 

„ჩვენ გვექნება ზღვის პროდუქტების და ტკბილეულის საღამოები, რაც დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება ჩვენი სტუმრებისათვის,“ გვითხრა სალვატორემ.

 

როგორც გიორგი ლეივადიოტისი ამბობს, საქართველოში ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა არ არის დიდი, რაც უფრო რთულს ხდის იტალიური სამზარეულოს ზღვის პროდუქტების  პოპულარიზაციას.

 

„ქართველი ხალხი ნაკლებად მიირთმევს თევზს, მათ ხორცი უფრო ურჩევნიათ. თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში  როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებიც კმაყოფილი დარჩებიან ბარ – რესტორანი Filini – ის ზღვის პროდუქტების კერძებით,“ თქვა სალვატორემ.

 

ბარ – რესტორანი Filini – ი სასტუმრო რედისონის მიერ დაპროექტებული რესტორანია. ეს რესტორანი ძალიან ბევრ ქვეყანაშია,  სადაც ” Radisson“ – ის სასტუმროებია.

 

„რესტორანი Filini არ არის კლასიკური იტალიური რესტორანი, სადაც ყურადღება გამახვილებულია რომანტიული გარემოს შექმნაზე. ჩვენი რესტორანი მართლაც უნიკალური და განსხავებულია, სადაც სტუმრებისათვის სასიამოვნო და თბილი ატმოსფეროა შექმნილი .

 

ბარ – რესტორანი Filini – ის ერთ ერთი დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ რესტორანი გთავაზობთ მრავალფეროვან მენიუს, სადაც შესულია მსოფლიო ში ცნობილი კერძები. მენიუში ასევე შედის 19 სახეობის პიცა.

 

Filini – ის რესტორნისა და ბარის კერძების მთავარი ინგრედიენტები ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს. ჩვენ მომწოდებლების უმეტესობა ევროპაში გვყავს. შეუძლებელია კარგი პიცის მომზადება კარგი მოცარელას გარეშე, რომელიც იტალიიდან ჩამოგვაქვს,“ გვითხრა გიორგი ლეივადიოტისმა.

 

„ის რაც პიცას განსაკუთრებულად გემრიელს ხდის არის წყალი, კლიმატი და პროდუქტები, როგორიცაა, მაგალითად, მოცარელა, რასაც ყველგან ვერ ნახავთ. ამას გარდა, საჭიროა დროულად მიხვდეთ როდის არის პიცა მზად და რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგი გაზქურა.

 

მზარეულის საიდუმლო მხოლოდ გამოცდილებაშია, რაც უფრო მეტ პიცას მოამზადებ, უფრო კარგად გამოგდის მისი მომზადება,“ ამბობს სალვატორე.

 

სალვატორე იტალიაში დაიბადა, ხოლო მზარეულის პროფესიას მშობლიურ ქალაქ ნეაპოლში დაეუფლა. სწავლის დასრულების შემდეგ  კარიერა განაგრძო იტალიის სხვადასხვა რესტორნებში, სადაც ის დაეუფლა იტალიური კერძების მომზადების ხელოვნებას.


იტალიაში მუშაობის შემდეგ ის გერმანიში წავიდა, ხოლო შემდეგ  ჰოლანდიაში, სადაც ის  მზარეულად მუშაობდა ჰოლანდიელ გურმანებთან.


სალვატორე ასევე მუშაობდა კალიფორნიაში ფრენსის ფორდ კოპოლას  რესტორანში – Vivace  და კერძებს ამზადებდა ჯულია რობერტისათვის, ნიკოლას ქეიჯისათვის და ჰოლივუდის სხვა ცნობილი ადამიანებისათვის.


2007 წელს სალვატორე დაბრუნდა ევროპაში. ის 2008 წელს შეუერთდა ”Radisson“ – ის ჯგუფს, სადაც უკრაინა ში, კიევი ს „Radisson Blue“ – ს იტალიურ რესტორან „Mille Miglie” – ში დაიწყო  მზარეულად მუშაობა.


ბარ – რესტორანი Filini – ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მოისურვებს სალვატორეს მომზადებული კერძების დაგემოვნებას. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group