|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ევროვიზიის სიმღერის 2010 წლის კონკურსში გაიმარჯვა გერმანიის წარმომადგენელმა ლენა მაიერ-ლანდრუტმა.
მისმა სიმღერამ „Satellite“ დიდი უპირატესობით აჯობა 24 სხვა ფინალისტის მუსიკალურ ნომრებს და მთავარ პრიზს - 28-წლიანი შესვენების შემდეგ - გერმანიაში დაუდო ბინა.
მეორე ადგილზე გავიდა თურქეთი, ხოლო მესამეზე - რუმინეთი. საქართველოს წარმომადგენელი, სოფო ნიჟარაძე და მისი სიმღერა „Shine“ მე-9 ადგილზე გავიდა. 39 ქვეყნის ტელემაყურებელთან ერთად, 25 ფინალისტს კენჭს უყრიდა საგანგებო ჟიურიც.
31 მაისის მონაცემებით, ლენას ვიდეოს პოპულარულ ქსელში youtube.com 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. დაახლოებით ამდენჯერვე მისი სიმღერა გადმოტვირთეს ინტერნეტის მომხმარებლებმა. ლენას კლიპი მილიონობით ადამინმა ”გაუზიარა”მეგობრებს ფეისბუკის ქსელში.
ლენას არაერთი სიუჟეტი მიუძღვნა ევროპის წამყვანმა ტელევიზიამ. ის პოპულარული სახე გახდა ყვითელ პრესაშიც. ჟურნალისტებმა მისი პიკანტური ფოტოებიც აღმოაჩინეს, რაც დღეს ინტერნეტ ფორუმებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულრული თემაა.
მოუსმინეთ ლენას პოპულარულ სიმღერას.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის და ინტერნეტ მედიის სიახლეებზე დაყრდნობით.
Related Stories