| "არტ-გენი" 12 ივნისიდან გაიხსნება |
|
02/06/2010 13:57 (615 დღე 16:55 minutes ago) | ||||||||||||
ფოლკლორული ფესტივალის "არტ-გენის" დღეები 12 ივნისიდან გაიხსნება.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა "ზუმბამ" "პირWელს" განუცხადა, 12 ივნისის ღონისძიება წინანდალშია დაგეგმილი, 16 ივნისს "არტ-გენის" ტური ვარძიას ეწვევა, 19 ივნისს – ონს, დასკვნითი კონცერტი კი 20-26 ივლისს თბილისში გაიმართება.
20-26 ივლისს დაგეგმილია ასევე ფოლკლორის ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, იგეგმება ფილმების ჩვენებაც. ამასთან, "არტ-გენის" ფარგლებში 14-18 ივლისს კლუბ "33ა"-ში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფოლკლორული ფესტივალი "არტ-გენი" 7 წელია, არსებობს. მისი ძირითად მიზანს საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა, ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და მომავალი თაობებისთვის შენახვა წარმოადგენს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

