„თბილისი მოლში“ marks and spencer-ი და 9 ქართული კომპანია შედის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

„სექსი დიდ ქალაქში 2“ – მა ქართველ მაყურებელს იმედები გაუცრუა

ავტორი თაკო ხელაია, The FINANCIAL

21/06/2010 19:09 (596 დღე 22:27 minutes ago)

sex_and_city_2.jpg
ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ამერიკულმა რომანტიკულმა კომედიამ „ სექსი დიდ ქალაქში 2 – მა“ , რომელსაც   საქართველოში ეკრანებზე გამოსვლამდე დიდი რეკლამა გაუკეთდა, ქართველ მაყურებელს იმედები გაუცრუა.

 

FINANCIAL - ის მიერ გამოკითხული ადამიანების თქმით, ამ ფილმის პირველი ნაწილი უკეთესი იყო, ვიდრე მეორე. როგორც კინოთეატრ რუსთაველის მარკეტინგის დეპარტამნეტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ისინი ამ ფილმის საშუალებით მეტი მაყურებლის მოზიდვას ფიქრობდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა მნიშვნელოვნი გავლენა იქონია ფილმის „ სექსი დიდ ქალაქში 2“ – ის მაყურებლის რაოდენობაზე.

ფილმი ამერიკაში ეკრანებზე 2010 წლის 27 მაისს გამოვიდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში 2010 წლის 28 მაისს. მასში სარა ჯესიკა პარკერი, ქიმ ქეთროლი, კრისტინ დევისი, სინტია ნიქსონი და კრის ნოტი მონაწილეობენ. თბილისში ფილმი ეკრანებზე  პირველად 10 ივნისს გამოვიდა.

სექსი დიდ ქალაქში 2“ – მა იმედები გამიცრუა, მე მეტს ველოდი ფილმის მეორე ნაწილისგან, ვერაფერი ღირებული მასში ვერ ვნახე,“ ამბობს 23 წლის ანანო მიქაბერიძე.

„რაც ყველაზე ძალიან მომწონდა ამ ფილმში იყო მონაწილე მსახიობების ჩაცმულობა, ჩემი აზრით, ის კოსტიუმები, რაც მსახიობებს ფილმში აცვიათ არ არის ისეთი ელეგანტური და მიმზიდველი, როგორიც ფილმის პირველ ნაწილში იყო. ფილმის შინაარსი პირველი 20 წუთის განმავლობაში საინტერესოდ ვითარდება და ელოდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, რაც არ ხდება და ფილმის ნახვის შემდეგ იმედგაცრუბული რჩები,“ თქვა 24 წლის ქეთი ბერიძემ.

ფილმს კრიტიკა არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც მოჰყვა. „The Washington Post“ – ი „ სექსი დიდ ქალაქში 2“ – ზე წერს: „ფილმის შემქმენლებმა ვერ შეძლეს კულტურული ღირებულებების მაყურებლისათვის მიწოდება, ამ ფილმის ყველაზე დიდი ნაკლი სილამაზის ნაკლებობაა.“

„ მე მოუთმენლად ველოდი „ სექსი დიდ ქალაქში 2“ – ის გამოსვლას, ფილმის პრემიერისათვის სპეციალურად კაბაც კი შევაკერინე, მაგრამ მისი ნახვის შემდეგ იმედგაცრუებული დავრჩი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა,“ გვითხრა ნანუკა ხატიაშვილმა.

კინოთეატრ რუსთაველის პიარ მენეჯერის თანახმად, „ სექსი დიდ ქალაქში 2“ კინოთეატრებში 20 დღის განმავლობაში გავა.

გარდა ფილმის კრიტიკოსებისა, არსებობს ხალხი, რომლებსაც ფილმი მოეწონათ და აცხადებენ, რომ უკეთესს არც ელოდნენ. FINANCIAL - მა 50 ადამიანი გამოიკითხა და მათგან მხოლოდ 10 – ს მოეწონა ფილმი.

„ ფილმით აღფრთოვანებული დავრჩი, ძალიან გავერთე მისი ყურების დროს. მე არ ველოდი რაიმე ფილოსოფიურ შინაარსს, ეს იყო ჩვეულებრივი რომანტიკული კომედია, თუმცა მასში იუმორის ნაკლებიობა იგრძნობა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ფილმი ძალიან მომეწონა და სიამოვნებით ვუყურებ მას კიდევ ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად,“ ამბობს თათა ხელაშვილი.

Associated Press - ის მიხედვით, ჰოლივუდში ბევრი ელოდა, რომ „ სექსი დიდ ქალაქში 2“ კინო გაქირავებაში პირველ ადგილზე იქნებოდა, თუმცა Warner Bros. - ის ფილმი მხოლოდ მესამე ადგილს დაჯერდა. სტუდიის შეფასებებზე დაყრდნობით, ოთხი კვირის განმავლობაში, მეორე ადგილზე იყო „ პერსიის პრინცი“ - 37, 8 მილიონიანი მოგებით, ხოლო „ სექსი დიდ ქალაქში 2“ მესამეზე – 37, 1 მილიონიანი მოგებით. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group