მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

„ავატარი“ – ყველაზე მომგებიანი ფილმი საქართველოში

ავტორი ქეთი ჩხიკვაძე, The FINANCIAL

12/07/2010 18:16 (575 დღე 14:19 minutes ago)

avatar-movie-picture-4.jpg
ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს კინოთეატრებში  2009 – 2010 წლებში ნაჩვენები ფილმებიდან „ავატარი“ ყველაზე მომგებიანი ფილმია. მას მოჰყვება „ ალისა საოცრებათა ქვეყანაში,“  „ოცნების ქალაქი,“  „2012“ და „ბინდი – ახალი მთვარე.“ 

 

„ავატარი“ ყველაზე გაყიდვადი ფილმია არამარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიო ს მასშტაბით. „ეჭვი მეპარება რომ ოდესმე ისევ გადაიღებენ ფილმს ,რომელსაც ისეთი მოგება ექნება, როგორც ავატარს,“ გვითხრა კინოთეატრ „რუსთაველისა“ და „ამირანის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნიკა აფრიაშვილმა.

ფილმმა „ ბინდი – ახალი მთვარე“  საქართველოში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 30, 000 ლარი გამოიმუშავა, ეს ის თანხაა, რაც კინოთეატრებს უჯდებათ ფილმის ჩვენების უფლების მოსაპოვებლად და სარეკლამო კამპანიის საწარმოებლად.  მნახველების ყოველდღიური რაოდენობა 1, 000 მდე იყო.

„ ფილმის „2012“ ჩვენება დაახლოებით 50, 000 ლარი დაჯდა,“ თქვა „ რუსთაველისა“ და „ამირანის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბექა გოშაძემ.

აფრიაშვილის თქმით, კინოთეატრებში 10 ყველაზე პოპულარული უცხოური ფილმი იყო: „ ავატარი,“ „ ალისა საოცრებათა ქვეყანაში,“ „ საახალწლო სიმღერა,“ „ ბინდი – „ახალი მთვარე“  და „დაბნელება,“ „2012,“ „ სექსი დიდ ქალაქში 2,“ „რკინის კაცი“ და ელვინი და თახვები 2.“

„ 3 – დე სისტემის დანერგვამ კინოთეატრებში ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

კინოთეატრებში მოსიარულეთა უმრავლესობას ბლოკბასტერის ჯანრის ფილმები მოსწონს, შესაბამისად ისინი, ვისაც ამ ჟანრის ყურება უყვარს ამდაგვარი ფილმების 3 – დე ფორმატში ნახვას ამჯობინებენ,“ გვითხრა აფრიაშვილმა.

ქართული ფილმებიდან კინოთეატრებში ყველაზე პოპულარული „ ოცნების ქალაქი,“  იყო, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში შემოსავლისა და ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზე იყო.  ქართული ფილმებიდან ასევე წარმატებულები აღმოჩნდა „ გაღმა ნაპირი,“ „ ქუჩის დღეები,“ „რაც ყველაზე ძალიან მიყვარს,“ „ იდიოტოკრატია“ და „ყველაფერი კარგად იქნება“ .

„ოცნების ქალაქის“ რეჟისორის დავით იმედაშვილის თქმით, ფილმმა გამოშვებიდან სამ კვირაში 460, 000 ლარი გამოიმუშავა და 26, 000 – მა ადამიანმა ნახა. ფილმის საწყისი ინვესტიცია 410 000 ლარი იყო და 50, 000 ლარის მოგება მოიტანა.

პირველის კვირის გაყიდვებმა დაახლოებით 120, 000 ლარი შეადგინა.

იმედაშვილის თქმით, ფილმის გადაღება დაახლოებით 30 – მა კომპანიამ დააფინანსა, ხოლო მათგან გენერალური სპონსორები „ საქართველოს ლატარიის კომპანია“ და  „ემ ჯგუფი“ იყვნენ.

„ამჟამად, უცხოური ფილმები უფრო პოპულარულია, ვიდრე ქართული. კინთეატრებში მნახველებიც უფრო მეტად უცხოურ ფილმებზე დადიან, რადგან ყოველ თვე 4–8  ფილმი ჩამოგვაქვს, ხოლო ქართველები თვეში 8 ფილმს ვერ იღებენ, შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი უცხოურ ფილმს ნახულობს, ვიდრე ქართულს.

დამატებით, მეორე მიზეზი არის ის, რომ ბევრს იმედი გაუცრუვდა ქართული ფილმის ნახვის შემდეგ და შესაბამისად ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ ისინი აღარ წავლენ და ნახავენ ქართულ ფილმს. თუმცა ეს ტენდენცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგან რამოდენიმე  ქართული ფილმი კარგად გაიყიდა,“ ამბობს აფრიაშვილი.

ფილმის ჩვენების უფლებას ამერიკიდან, ინგლისიდან და რუსეთიდან მოვიპოვებთ.

„ წინათ ჩვენ მხოლოდ რუს დისტრიბუტორებთან გვქონდა ურთიერთობა, რომლებიც ჩვენსა და სხვა დისტრიბუტორ კომპანიებთან შუამოავლის როლს ასრულებდენ.

უცხოელები ჩვენთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობდნენ, რადგან საქართველო პატარა ბაზარია და ამიტომაც ჩვენ ფილმის ჩვენების უფლებას რუსეთის მეშვეობით მოვიპოვებდით.

ახლა სიტუაცია შეიცვალა და ფილმის ჩვენების უფლებას პირდაპირ ამერიკიდან, ინგლისიდან და რუსეთიდან  მოვიპოვებთ.

მალე ჩვენი კინოთეატრები უცხოურ ფილმებს მაყურებელს ქართულს ენაზე ნათარგმნს ან სუბტიტრებით შესთავაზებენ.

„ ფილმების უმრავლესობა რუსულ ენაზე იყო ნათარგმნი, თუმცა ახალი კანონის მიხედვით ფილმები კინოთეატრებში ან ქართულად ნათარგმნი უნდა გავიდეს, ან სუბტიტრებით.  ამ ორს შორის არჩევანი  ფილმის ტიპის მიხედვით უნდა გაკეთდეს. მაგალითად, თუ ფილმი ევროპულია, სადაც დიალოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ მას სუბტიტრებით გავუშვებთ, ხოლო ტრანსფორმერების ტიპის ფილმები ალბათ ითარგმნება,“ თქვა აფრიაშვილმა.

აფრიაშვილის თქმით, "რუსთაველის" და "ამირანის" კინოთეატრებმა ფილმების ქართულ ენაზე თარგმნა და ჩვენება აგვისტოს ომის მერე დაიწყეს, თუმცა ამ წამოწყებამ არ გაამართლა.

ბიზნესი სათვის რუსული ენა უფრო მართებული იყო, სწორედ ამიტომ ვაჩვენებდით ფილმებს რუსულ ენაზე. ომის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ ფილმების ქართულ ენაზე თარგმნა და ისე ჩვენება. ეს  ინიციატივა ჩვენგან წამოვიდა და არა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ ენა და ამან არ გაამართლა.  თარგმნას სერიოზული რესურსები სჭირდება, ამიტომაც ჩვენ ისევ რუსულ ენაზე დავიწყეთ ფილმების ჩვენება. სანამ კანონს წარმოადგენდნენ ჩვენ 6 თვის ვადა მოგვცეს, რათა ახალ სტრუქტურაზე გადავსულიყავით და ისევ ქართულ ენაზე გვეთარგმნა ფილმები.


კანონის თანახმად, ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის (მათ შორის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) კინოდარბაზში ჩვენება შესაძლებელია მხოლოდ ფილმის პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირების ან გახმოვანების პირობით. ( მუხლი 5, 1).

კანონი ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group