| HUSH, LITTLE BABY |
|
19/07/2010 10:41 (566 დღე 01:27 minutes ago) | ||||||||||||
|
არა, ბობი მაკფერინი ან ნინა სიმონე არაფერ შუაში არიან. ეს მაიკ სტერნმა მიმართა გუშინ, სცენიდან მოშორებით მსხდომ ქართულ აუდიტორიას, ”ჩუ, ჩუ”-ო, კონცერტზე, რომელსაც რამდენიმე წუთით მიხეილ სააკაშვილი ც დაესწრო უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად.
მაიკ სტერნი თავისი ენერგიული გამოსვლებით და "ხალხის აყვანით" ცნობილი ამერიკელი გიტარისტია. შავი ზღვის ჯაზფესტივალის მესამე დღე სწორედ მან გახსნა. სტერნი მსოფლიო ში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული გიტარისტია. 1993 წელს ალბომისთვის ''Standarts (And Other Songs)'' ავტორიტეტული ჟურნალის Guitar Player–ის მკითხველებმა და კრიტიკოსებმა ის მსოფლიო ს საუკეთესო ჯაზგიტარისტად დაასახელეს. მისი ორი ალბომი ''Is What It Is'' (1994) და ''Between The Lines'' (1996) გრემის პრემიაზე იყო ნომინირებული. 1994 წლამდე მუშაობდა მაილს დევისთან, ჯო ჰენდერსონთან, მაიკლ ბრეკერთან, პეტ მარტინოსთან, არტურო სანდოვალთან, ჯაკო პასტორიუსთან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან და ბენდებთან (Blood, Sweat & Tears, Steps Ahead, Brecker Brothers Band). 16 წლის წინათ კვარტეტთან Mike Stern Band დაიწყო გამოსვლა. ბენდში მუდმივად უკრავენ დეივ უექლ, დენის ჩემბერსი და ბობ მალახი. პერიოდულად სტერნი ბენდში სხვა მუსიკოსებსაც იწვევს. მისი მუსიკა რიტმ-ენდ-ბლუზისა და ჯაზის ნაზავია.
ამერიკელი დრამერი დეივ უექლი ჩიკ კორეასთან შვიდი წლის განმავლობაში გამოდიოდა. ჯაზს ბრიჯპორტის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ სწავლას თავი დაანება და ნიუ იორკში გადაბარგდა. დრამერმა პეტერ ერსკინმა ის ფიუჟენ ჯგუფში Nitesprite დაკვრისას შენიშნა და ორკესტრ French Toast-თან დააკავშირა, სადაც იმ დროისთვის პიანისტი მიშელ კამილო და ბასისტი ენტონი ჯექსონი უკრავდნენ. 80-იანი წლების დასაწყისიდან თანამშრომლობს მუსიკოსებთან: ბილ კონორსი, ტანია მარია, ჯორჯ ბენსონი… უკრავდა დაიანა როსის, რობერტ პლანტისა და მადონასთვის. პირველი სოლო ალბომი Master Plan 1992 წელს გამოსცა და სოლო მოღვაწეობას დღემდე აგრძელებს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

