სააკაშვილი: არაბული გაზაფხული დაამხობს რუსეთის მთავრობას

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

როი ჰარგროუ! როი ჰარგროუ!

ავტორი ნინო ძანძავა, ნეტგაზეთი

19/07/2010 10:44 (566 დღე 01:48 minutes ago)

შავი ზღვის მეოთხე ჯაზფესტივალზე სულ რომ უინტერესო პროგრამა ყოფილიყო, კონცერტი, რომლის გამოც ამ ფესტივალის ჩატარება ღირდა, მსმენელმა გიორგი მიქაძის ტრიოს შემდეგ მოისმინა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ამერიკელი საყვირის, როი ჰარგროუს კვინტეტი გუშინ საღამოს შეუდარებელი იყო. არის შემთხვევები, როდესაც იმ ქვეყნებში გამართულ კონცერტებზე, რომლის აუდიტორიასაც ნაკლებად იცნობენ, დიდი მუსიკოსებიც კი ზოგჯერ ზარმაცობენ. ამიტომ, როცა საქართველოში ”დიდების” მოსასმენად მიდიხარ, ყოველთვის გაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ის არ ნახო და მოისმინო, რისი მომსწრეც, ვთქვათ, ნიუ-იორკში ან პარიზში გახდებოდი.

ჰარგროუს კვინტეტი ბათუმში შემდეგი შემადგენლობით წარსდგა: ჯასტინ რობინსონი (ალტოსაქსოფონი), ჯონათან ბატისტი (ფორტეპიანო), ამინ სალიმი (კონტრაბასი), მონტეზ ქოულმანი (დასარტყამი) და თავად ჰარგროუ, 1997 (Habana) და 2002 წლის (Directions In Music) გრემის მფლობელი, უინტონ მარსალისის აღმოჩენა, მუსიკოსი რომელიც შემოქმედებითი კარიერის დასაწყისიდან მოყოლებული უკრავდა ჰერბი ჰენკოკთან, დიზი გილესპისთან, ფრედი ჰაბარდთან ერთად.

 ჰარგროუმ ერთი წელიწადი ისწავლა ბერკლის მუსიკის კოლეჯში, სადაც წელს ქართველი პიანისტი გიორგი მიქაძე მიემგზავრება სასწავლებლად, რომელმაც, ამერიკული კვინტეტის გამოსვლამდე, ბასისტ ლევან დეისაძესთან და დრამერ ლაშა სხილაძესთან ერთად დაუკრა. ”სასიამოვნოა ამ ფესტივალზე დაკვრა, დღეს უკრავს როი ჰარგროუ და ჩემი კარიერის ისტორიაში ამ ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს მომიწია დაკვრა. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მთელი მსოფლიო სთვის, ის დიდი მუსიკოსია. მისი პირველი ალბომი მოვისმინე ჰერბი ჰენკოკთან ერთად, მოსმენის შემდეგ ცოტა შეცბუნებული ვიყავი, ნუთუ ასეთი მაგარი რამ არსებობს”, - ამბობს 21 წლის პიანისტი, რომელსაც მისივე თქმით, ჯაზში პედაგოგი არასდროს ყოლია. ბერკლიში მისი პედაგოგი დაიანა ქროლის, ქით ჯარეთის და ჯო ზავინულის პედაგოგი რეი სანტისი იქნება.

 

გუშინ როი ჰარგროუმ გაცილებით მეტი დრო დაჰყო სცენაზე, ვიდრე ეს ფესტივალის ფარგლებში იქნებოდა დაგეგმილი, უფრო სწორად, არა მარტო სცენაზე - კონცერტის დასასრულს იგი სცენიდან ჩამოხტა, საყვირით მომარჯვებული ჯერ ფეხზე მდგომ და აყვირებულ აუდიტორიაში გაერია, მერე უკან, მაგიდებთან მსხდომ (და კონცერტის დროს მოსაუბრე) ხალხშიც დაკვრა-დაკვრით გაიარა, სკამზე შემხტარმა ბოლო აკორდები ააჟღერა, მერე სცენაზე აბრუნდა და გაუჩინარდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული და სიცოცხლე ყველა იმ წუთისთვის, როცა ინსტრუმენტებიდან ჯაზის წამლეკავი ენერგია უნდა გამოთავისუფლებულიყო. 

დღეს საღამოს მუსიკოსი სხვა პროექტით დაბრუნდება, RH FACTOR –ასე ქვია მის ბენდს, რომელიც ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, სოულისა და გოსპელის ელემენტებს აერთიანებს.

 

netgazeti.ge  

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group