დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ძახილი და პასუხი სამხრეთაფრიკულად

ავტორი ნინო ძანძავა, ნეტგაზეთი

19/07/2010 10:46 (568 დღე 20:17 minutes ago)

შავი ზღვის ჯაზფესტივალი დღეს საღამოს ქართული ჯგუფის, ”ასტროჯორჯიას” და სამხრეთ აფრიკელი ჰიუ მასაკელას ბენდის გამოსვლებით დასრულდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოში ეს მასაკელას მეორე ვიზიტია. პირველად ის 1996 წელს იუნესკოს მიერ ორგანიზებული ტოლერანტობის კონფერენციის ფარგლებში ეწვია საქართველოს. გზა იოჰანესბურგიდან ბათუმამდე, რომელსაც სამი დღე დასჭირდა, მასაკელამ მთვარეზე ასვლას შეადარა. მის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ” მსოფლიო ს ყურადღება მხოლოდ იმით მივიქციე, რომ ვუკრავდი მუსიკას, რომლის ერთად შესრულებაც ხალხს სიამოვნებდა. სადაც არ უნდა წავიდეთ, ხალხი ჩვენთან ერთად მღერის. ჩვენი სიმღერები ძალიან იოლია. ეს ძახილი და პასუხია”, - განაცხადა მუსიკოსმა ბათუმის შერატონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მის ბენდში ექვსი მუსიკოსი უკრავს, აქედან სამი ძალიან ახალგაზრდაა (დრამერი, პიანისტი და გიტარისტი).

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რამდენად არის პოლიტიკა მისი მუსიკის ნაწილი დღეს, ჰიუ მასაკელა პასუხობს: ”მე იმ ქვეყნიდან ვარ, რომელსაც ძალიან ფეთქებადი პოლიტიკური ისტორია აქვს და ამ მხრივ საქართველოს ძალიან გავს. ამდენად, სამი-ოთხი საუკუნის მანძილზე, როცა მსოფლიო მ სამხრეთ აფრიკას ყურადღება მიაპყრო, თითქმის ყველა ჩვენი სიმღერა ჩვენი ცხოვრების პირობებზე მოგვითხრობს. მე პოლიტიკურ პერსონა დ არ მივიჩნევ საკუთარ თავს. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩემი ერი ძალიან დიდი ხნის მანძილზე რეპრესირებული იყო. დემონსტრაციებზე, მიტინგებსა და ბოიკოტირების აქციებზე გავიზარდე. ასეთი იყო ყველა სამხრეთ აფრიკელის ცხოვრება. ყველაზე პოპულარული სიმღერები სამხრეთ აფრიკაში მათი ცხოვრების და ისტორიის შესახებაა. ვფიქრობ, ჩვენ ვაგებდით იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრს ვმღერით. როცა კოლონიალისტი ოკუპანტების წინააღმდეგ ვიბრძოდით, შეტევამდე სიმღერებს ვასრულებდით, ბევრ საომარ სიმღერას. ამდენად, მტერმა ყოველთვის იცოდა, სად ვიმყოფებოდით. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, იარაღი მუსიკისკენ მოემართათ. ზოგჯერ კაპიტანი იტყოდა, ახლა ნუ ისვრით, კიდევ ორი სიმღერა ვაცალოთ, ძალიან ლამაზია და შემდეგ დავარტყათო.

დედაჩემი სოციალური მუშაკი იყო, მამაჩემი კი ჯანმრთელობის ინსპექტორი. ბავშვობაში ჩემს ორ დას და მე არასდროს გვეძინა საკუთარ საწოლებში, იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველთვის იყვნენ უდედმამო ბავშვები, რომლებიც დედაჩვენს ან მამაჩვენს სახლში დროებით გასაჩერებლად მოჰყავდათ. მათ ჩვენს საწოლებში ეძინათ, ჩვენ კი –იატაკზე ან ტახტზე. ამით ის ვისწავლეთ, რომ თუკი რაღაც გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ის არ აქვს. იმიტომ, რომ მათ არ იციან, თუ სად მოხვდებიან მას შემდეგ, რაც შენს წყალობას მიიღებენ”.

 

netgazeti.ge  

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group