| რუსეთ-საქართველოს ომი ნინო კირთაძის ახალ ფილმში |
|
07/08/2010 12:53 (549 დღე 19:21 minutes ago) | ||||||||||||
|
ამ ორიოდე დღის წინ გერმანულ-ფრანგულმა ტელეარხმა „არტემ“ მთელი საღამო მიუძღვნა რუსეთ-საქართველოს ორი წლის წინანდელი ომის თემას.
ერთ-ერთი ფილმი, რომელიც „არტეს“ თემატურის საღამოს პროგრამის ფარგლებში აჩვენეს, გახლდათ პარიზში მოღვაწე ქართველი დოკუმენტალისტის, ნინო კირთაძის ბოლო ნამუშევარი „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“. აპრილში ეს ფილმი მეორე პრემიით დააჯილდოვეს დოკუმენტური კინოს მეტად ავტორიტეტიან საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით „სინამდვილის ხედვა“. ნინო კირთაძესთან სატელეფონო ინტერვიუ დავით კაკაბაძემ სწორედ ამ ფესტივალზე საუბრით დაიწყო - სთხოვა მის ლაურეატს, კინოფორუმის ფორმატსა და სპეციფიკაზე მოეთხრო.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


