ელექტრონული მარკირება მინერალური წყლებისთვის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისში მონაწილეობას ქართული გამომცემლობა მიიღებს

12/08/2010 12:08 (545 დღე 06:27 minutes ago)

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისი , რომელიც ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალთან თანამშრომლობით იმართება, წელს, 19-23 აგვისტოს, ჩატარდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მასში მონაწილეობას მიიღებს თინა მამულაშვილი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან.

ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის ცნობით, მათ ლონდონის ოფისს საქართველოდან რამოდენიმე მწერლის, მთარგმნელის და გამომცემლობის   შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთაგანაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შეირჩა.

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისი, რომელიც ედინბურგში ტარდება,  35 ქვეყნის 55 წარმომადგენელს უმასპინძლებს და მისი მიზანი   საერთაშორისო საზოგადოებისთვის  თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის გაცნობაა.

თინა მამულაშვილი და სხვა სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებათა პროგრამაში.

 ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისის დელეგატები, რომელთა შორის არიან ლიტერატურული ფესტივალების დირექტორები, ადმინისტრატორები, ჟურნალისტები, გამომცემლები და მთარგმნელები, ოთხი დღის განმავლობაში შეხვდებიან ნოველისტებს, პოეტებს, ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს. დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, საუბრებში, დებატებსა და ნაწარმოებების კითხვის სეანსებში. დელეგატები გაეცნობიან ახალ ლიტერატურას და  დაესწრებიან დაჯილდოების ცერემონიალებს.

ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა განათლების და კულტურული ურთიერთობების განვითარების სფეროებში.

 

 netgazeti.ge

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group