| იაპონიის საელჩო ტრადიციულ იაპონურ თოჯინებზე ლექციას გამართავს |
|
17/08/2010 12:51 (540 დღე 05:06 minutes ago) | ||||||||||||
|
იაპონიის საელჩო საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულ იაპონურ თოჯინებზე დღეს ლექციას ჩაატარებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” იაპონიის საელჩოდან აცნობეს, ლექციას დაესწრებიან იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა და ქართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ლექციას იაპონიიდან სპეციალურად მოწვეული სტუმარი, მიკა მორი წაიკითხავს. იგი ტრადიციული იაპონური თოჯინების სპეციალისტია და მთელ მსოფლიო ში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.
ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში, ახალდაარსებულ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში ჩატარდება. 2009 წლის ოქტომბერში თბილისში ტრადიციული იაპონური თოჯინების გამოფენა მოეწყო, რის შემდეგაც ქართულ საზოგადოებაში იაპონური კულტურის მიმართ ინტერესი გაიზარდა. იაპონიის საელჩო ზაფხულის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში კიდევ რამდენიმე კულტურულ ღონიძიებას გეგმავს.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


