ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვას აპრილისთვის ვარაუდობს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

დმანისის მუზეუმში უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების პრეზენტაცია გაიმართება

17/08/2010 16:32 (540 დღე 02:22 minutes ago)

დმანისის მუზეუმში დღეს უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების პრეზენტაცია გაიმართება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების და ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები, დაახლოებით, 1.7-1.8 მილიონი წლით თარიღდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ამ აღმოჩენებმა შეცვალა დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია. დღეისათვის დმანისის ამ აღმოჩენებმა ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2010 წელს ჰომინიდების კოლექცია კიდევ უფრო გამდიდრდა.

 

ნაპოვნია ჰომინიდების ჩონჩხის ნაწილები, ასევე გადაშენებულ ცხოველთა კარგად შემონახული თავის ქალები. დმანისის პროექტში მრავალი ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობენ, ტრადიციულად გათხრებზე ბევრი უცხოელი ახალგაზრდაც ჩამოდის, წელს დმანისის საველე სკოლამ ოფიციალური სტატუსი მიიღო და მისი მონაწილეები ამერიკული უნივერსიტეტის კრედიტებს იღებენ. 2010 წელს გათხრებს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური სამეცნიერო ფონდი აფინანსებენ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group