ელექტრონული მარკირება მინერალური წყლებისთვის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

20 და 21 აგვისტოს იაპონიის საელჩო საქართველოში სამ კულტურულ ღონისძიებას გამართავს ქალაქ ბათუმში

20/08/2010 17:09 (537 დღე 02:13 minutes ago)

20 და 21 აგვისტოს იაპონიის საელჩო საქართველოში სამ კულტურულ ღონისძიებას გამართავს ქალაქ ბათუმში.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

იაპონური კულტურის დღეები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყება 20 აგვისტოს 17:30 საათზე თიბისი ბანკის გალერეაში ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით და ტრადიციული იაპონური თეატრის ნო-ს წარდგენით. 21 აგვისტოს 13 საათზე ბათუმის თოჯინების თეატრში ჩატარდება ლექცია ტრადიციულ იაპონურ თოჯინების შესახებ, რასაც 16 საათზე მოჰყვება აჭარის ხელოვნების მუზეუმში ტრადიციული იაპონური თოჯინების გამოფენის გახსნა. გამოფენა 5 სექტემბრამდე გასტანს.


იაპონური კულტურული ღონისძიებები მოწყობილია საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით.


ღონისძიებებს წარმოადგენენ სპეციალური სტუმრები იაპონიიდან: ქ-ნი მიჩიკო უჩინო – ჩაის ცერემონიის ოსტატი, ქ-ნი კეიკო საკურამა  ნოს სპეციალისტი და ქ-ნი მიკა მორი – ტრადიციული იაპონური თოჯინების სპეციალისტი, რომლებიც იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან მთელ მსოფლიო ში.

ჩაის ცერემონია გულისხმობს ტრადიციული წესების და ეტიკეტის თანახმად იაპონური დაფქვილი მწვანე ჩიას მომზადების, მირთმევის და დალევის წესს. რიტუალი 400 წლის წინ ჩამოყალიბდა და დღესაც უნიკალური იაპონური კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად რჩება.


იაპონური ტრადიციული თეატრი ნო XIV საუკუნიდან არსებობს და ერთ-ერთ უძველეს თეატრალურ ფორმად ითვლება. ნოს უნიკალური თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მსახიობები თამაშობენ ნიღბებით, რომლებიც პერსონა ჟის ხასიათს და გარეგნულ სახეს გამოხატავენ.


იაპონური ტრადიციული თოჯინების გამოფენა ქართული საზოგადოებისთვის იაპონური კულტურის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა. არსებობს სხვადასხვა სახის იაპონური თოჯინა – ბავშვები, საიმპერატორო კარის წევრები, მებრძოლები, გმირები თუ იაპონური ქალაქების ჩვეულებრივი მაცხოვრებლები.  უმეტესობას დიდი ისტორია აქვს და დღემდე იქმნება ტაძრებისთვის, სასაჩუქრედ თუ ფესტივალებისთვის, როგორებიცაა ჰინამაცური – თოჯინების ფესტივალი და კოდომონოჰი _ ბავშვთა დღე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის ბატონი მასაიოში კამოჰარას მეუღლის _ ქალბატონ ჯუნკო კამოჰარას კერძო კოლექცია.


2009 წლის ოქტომბერში თბილისში გამართული ტრადიციული იაპონური თოჯინების გამოფენიდან მოყოლებული, იაპონიის საელჩომ არაერთი კულტურული ღონისძიება ჩაატარა, რის შემდეგაც ქართულ საზოგადოებაში იმატა ინტერესმა იაპონური კულტურის მიმართ. საელჩო წელს კიდევ რამდენიმე კულტურული ღონიძიების ჩატარებას გეგმავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group