„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

განქორწინებების რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

13/09/2011 13:20 (253 დღე 10:51 minutes ago)

divorce---mad-couple-pic.jpg

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში განქორწინებების რიცხვი ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის სტატისტიკით, საქართველოში განქორწინების 3,757 ფაქტი დაფიქსირდა. ეს ციფრი შესაძლოა წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს. გასულ წელს, ჩვენს  ქვეყანაში  განქორწინების 4,721 შემთხვევა აღინიშნა. ადვოკატები წყვილებს საქორწინო კონტრაქტის დადებას ურჩევენ მომავალში პრობლემების თავიდან ასარიდებლად.

საქართველოში უმეტესად 20 წლის ქვემოთ ასაკის წყვილები განქორწინდებიან.

რაც შეეხება ქორწინების სტატისტიკას, განქორწინებათა რიცხვი უფრო დაბალია ვიდრე ქორწინებათა რიცხვი. 2011 წელს 18,836 წყვილი დაქორწინდა, ხოლო გასულ წელს – 34,452 წყვილი. საქართველოში ქორწინება ძირითადად 20–25 წლამდე ასაკში ხდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ოფიაციალური სტატისტიკაა და განქორწინებების რეალური რიცხვი ბევრად დიდია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წყვილები ოფიციალურად არ ეყრებიან ერთმანეთს.

რაც შეეხება განქორწინების მიზეზებს, სპეციალისტები ამას ყოფით პრობლემებს, ღალატს და ნაადრევ ქორწინებას უკავშირებენ. ადვოკატების განცხადებით, ეს ის შემთხვევებია, რომლებიც სასამართლოში ოიციალურად არის რეგისტრირებული.

ოჯახის დანგრევის მიზეზი შესაძლოა იყოს ოჯახური ძალადობა, ნარკოტიკი, ალკოჰოლიზმი. ხშირად წყვილებს ფსიქოლოგიური მზაობა არ აქვთ ოჯახის შესაქმნელად.

განქორწინება ქორწინების იურიდიული შეწყვეტაა. ამ პროცესს მარტივს ხდის საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც წყვილს შორის ქორწინებამდე, ან ქორწინების შემდეგ იდება. კონტრაქტის მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში ქონებრივი დავა აღარ წარმოიშობა.

საქართველოში  წელს მხოლოდ 13–მა წყვილმა გააფორმა საქორწინო ხელშეკრულება. როგორც ნოტარიუსი ნინო ხოფერია აცხადებს, გასულ წელთან შედარებით ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხოფერიამ, რომელსაც 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, თქვა რომ  ამ ხნის მანძილზე საქორწინო კონტრაქტის დადების მხოლოდ 6 შემთხვევა დაარეგისტრირა.

„ ეს დასავლური ტრადიციაა და  ქართულ მენტალიტეტში ნაკლებად ჯდება. არავის აქვს სურვილი დაქორწინებისას განქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იფიქროს. საქორწინო კონტრაქტი წარმოადგენს ქონებრივი სტაბილურობის გარანტს მეუღლეთათვის. მათი ქონებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქორწინო კონტრაქტით. მეუღლეებს ყოველთვის შეუძლიათ საქორწინო კონტრაქტის შეცვლა, ან გაუქმება,“ გვითხრა ხოფერიამ.

საქორწინო კონტრაქტის გაფორმების მომსახურების საფასური საქართველოში  60 ლარიდან იწყება და იმ ქონების მიხედვით ფასდება, რომელიც მეუღლეებს აქვთ გადასანაწილებელი.

ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო ხელშეკრულება  10, 000 ლარი ღირს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group