
"მის საქართველო 2011"-ის ფინალი ბათუმში 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსს" "იმიჯ ცენტრიდან" აცნობეს, 20 გოგონადან ყველაზე ლამაზის, "მის საქართველო 2011"-ის გამოვლენა ბათუმის ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში მოხდება.
კონკურსის ინიციატორი "იმიჯ ცენტრია", რომელიც 2003 წლიდან "მის საქართველოს" ორგანიზატორი და მსოფლიო ში ყველაზე პრესტიჟული და გრანდიოზული სილამაზის კონკურსების - "მის მსოფლიო "-ს, "მის სამყარო"-ს, "მის ინტერკონტინენტალი"-სა და მის "ტურიზმ ინტერნეიშენალი"-ს ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური ლიცენზიების მფლობელია საქართველოში.
ფინალურ კონკურსამდე "მის საქართველო 2011"-სთვის შერჩეული გოგონები გაივლიან ინტენსიურ მოსამზადებელ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები თბილისსა და ბათუმში.
კონკურსამდე კი, დღეს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია ~ზარაფხანაში~ პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც 20 კონკურსანტისა და ჟიურის თავმჯდომარის წარდგენა მოხდება.
სილამაზის კონკურსი ~მის საქართველო~ უკვე მეცხრედ ტარდება.
Related Stories