
სტამბოლში მოდის საერთაშორისო ბრენდებისა და დიზაინერების თრეიდ შოუ გაიხსნება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სტამბოლში 22-24 სექტემბერს მოდის საერთაშორისო ბრენდებისა და დიზაინერების
თრეიდ შოუ (CPI-Collection Premiere Istanbul) გაიმართება , რომელიც
წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას ევრაზიის რეგიონში და
თავს უყრის მსოფლიო ს სხვადასხვა ბრენდებსა და დიზაინერებს.
ინტერპრესნიუსის ცნობით, თრეიდ შოუზე წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის უახლესი კოლექციები და აქსესუარები. თრეიდ შოუს ორგანიზატორია სტამბოლის ტექ სტილი სა და საფეიქრო მრეწველობის ექსპორტიორთა ასოციაცია ( Istanbul Textile and Apparel Exporter’s Association).
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ბრენდებისა და დიზაინერების თრეიდ შოუში, სადაც გამართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და გააცნობს საფეიქრო ბიზნესი ს განვითარების კუთხით საქართველოს შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს. თრეიდ შოუს მონაწილეთა შორის იქნებიან საფეიქრო ინდუსტრიის წარმომადგენლები, კერძოდ, ტანსაცმლისა და ტექ სტილი ს მწარმოებლები, საცალო და საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანიები, ტანსაცმლის მაღაზიების მფლობელები, დისტრიბუტორები და მოდის აგენტები.
Collection Premiere Istanbul-ის დროს ქეთი ბოჭორიშვილი სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიაწოდებს ინფორმაციას 13-15 ოქტომბერს თბილისსა და ბათუმში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ დაგეგმილ საფეიქრო ინდუსტრიის ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მოდის კვირეულის პარალელურად ჩატარდება. ბიზნეს ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გახსნის. ფორუმის ფარგლებში მოწვეული პოტენციური ინვესტორები სთვის გაიმართება გასვლითი ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, სადაც შესაძლებელია ახალი სამკერვალო ფაბრიკების აშენება ან არსებულის განახლება. საფეიქრო ინდუსტრიის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ქართული სამკერვალო ფაბრიკების წარმომადგენლები.
Related Stories