შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

რუსთაველის თეატრში სეზონი რობერტ სტურუას სპექტაკლით გაიხსნება

23/09/2011 13:07 (243 დღე 11:06 minutes ago)

rustaveli-theatre.jpg

რუსთაველის თეატრში დღეს 133-ე სეზონი პრემიერით გაიხსნება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ინტერპრესნიუსის ცნობით, დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას ერთმოქმედებიანი ტრაგიკომიკური ფანტასმაგორია "ნადირობის სეზონი".

 

სპექტაკლის მხატვარია თემურ ნინუა, კომპოზიტორი - გია ყანჩელი, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე. გამოყენებული იქნება ფრაგმენტები ბახის, ჩერჩილის, სტოტჰარტისა და რუბის მუსიკალური ნაწარმოებებიდან.


"ნადირობის სეზონში" მონაწილეობენ დასის მსახიობები - ია სუხიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, ზუკა პაპუაშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ზაზა ბარათაშვილი, გელა თავბერიძე, კახა კუპატაძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი.


სპექტაკლის ხანგრძლივობა საათი და 40 წუთია. დასაწყისი - 19:45 საათზე. საპრემიერო ჩვენებები 24, 25 და 29 სექტემბერს გაიმართება.


"ნადირობის სეზონი" ასევე ნაჩვენები იქნება 29 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანის თანხლებით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group