ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას


Thursday, May 24, 2012
News Making Money

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში რჩება

26/09/2011 16:37 (240 დღე 07:39 minutes ago)

robert-sturua.jpg

ინტერპრესნიუსის ცნობით, რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში რჩება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება გუშინ, "ნადირობის სეზონის" საპრემიერო ჩვენების შემდეგ გაახმაურა.


"კვირის პალიტრის" ჟურნალისტთან რობერტ სტურუამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც რუსთაველის თეატრის დატოვებას არ აპირებს.


"ერთი მიზეზია ის, რომ მე ვითხოვე, სეზონის გახსნაზე პატრიარქისთვის 5 ბილეთი გაეგზავნათ. დარეკეს საპატრიარქოდან და ვიცოდი, რომ უწმინდესს უნდოდა მოსვლა პრემიერაზე. დამპირდნენ და არ გაუგზავნეს. ე.ი. იყო მოლაპარაკება ვიღაც მაღალ სფეროებთან და ამან ნერვები დამაგლიჯა. მეორე ის, რომ არ მინდოდა ამათ გახარებოდათ", - აცხადებს რეჟისორი.


რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 9 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, 15 აგვისტოს გაათავისუფლეს.


"სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყებენდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს", – განაცხადა რურუამ.


რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ რობერტ სტურუამ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, თუმცა ის ამბობდა, რომ მისთვის ყველაზე მისაღები მოსკოვის თეატრის Et Cetera -ს შეთავაზება იყო.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.