საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

"მის საქართველო - 2011" 19 წლის ჟანეტი ქერდიყოშვილი გახდა

03/10/2011 11:46 (233 დღე 12:33 minutes ago)

miss-georgia2011.jpg
ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

ინტერპრესნიუსის ცნობით, სილამაზის კონკურსის რიგით მე-9 გამარჯვებული გოგონა მომავალი ტელეწამყვანია. ჟანეტი ქერდიყოშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალსიტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ის საქართველოს "მის სამყაროზე" წარადგენს. მთავარი პრიზი - ბრილიანტის დიადემა ჟანეტი ქერდიყოშვილს 2010 წლის "მის საქართველომ", დეა არაყიშვილმა გადასცა.


საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულისთვის წელს 20 ლამაზმანი იბრძოდა. მათგან "პირველი მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი სალი ხომერიკი, ხოლო მეორე - ნინო მასპინძელაშვილი გახდა. კონკურსის შედეგად სულ თორმეტ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გოგონები გამოვლინდნენ. კონკურსანტებმა პირველი ჩვენება საცურაო კოსტიუმებში მოაწყვეს, შემდეგ კოქტეილის, ბოლოს კი, ტრადიციულად, მაყურებლის წინაშე საღამოს კაბებში წარსდგნენ. 2011 წლის სილამაზის კონკურსის სპონსორებმა თავიანთ რჩეულებს სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები გადასცეს.


ჟანეტი ქერდიყოშვილი ლონდონში გაემგზავრება, სადაც საკუთარ სამშობლოს 120 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად წარადგენს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group