| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
2011 წლის შემოდგომაზე თბილისში კულტურული ცხოვრება ყველაზე აქტიურ ფაზაში
შევიდა. გარდა იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი
კულტურული ღონისძიება გაიმართა, თბილისის მერია სეზონის ყველაზე
მნიშვნელოვანი დღესასწაულისათვის “თბილისობისათვის“ ემზადება, რომელიც
საქართველოს დედაქალაქ თბილისში ყოველწლიურად აღინიშნება. დღესასწაული 7-9
ოქტომბერს გაიმართება.
დედაქალაქის დღესასწაული სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე Altervision Newcomers - ის კონცერტით გაიხსნება. სპეციალურად ამ დღესასწაულისთვუს მეტეხის ხიდზე ანტიკვარული და თანამედროვე მანქანების გამოფენა მოეწყობა.
8 ოქტომბრიდან ორთაჭალის ხეივანსა და გორგასლის მოედანზე საწნახელს დადგამენ და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ყურძნის დაწურვაში მიიღონ მონაწილეობა.
აბანოთუბანში, ევროპის მოედანზე, მშვიდობის ხიდსა და ბამბის რიგში საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ხილის ფესტივალი, ტივით გასეირნება, ეროვნულ უმცირესობათა ფოლკლოლური ანსამბლების კონცერტი, ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა, ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" წარმოდგენა, ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პროექტის "ცის თაღი გვირგვინად" ჩვენებაა დაგეგმილი, ხოლო 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი ლიტერატურულ კონკურს "გალაში" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლებს.
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეიდანზე, გორგასლის მოედანსა და სიონის სკვერთან სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ "თელასა" და ჯგუფ L-section-ის კონცერტი გაიმართება.
გარდა ამისა, დღესასწაულზე რუსთაველის თეატრში მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ თბილისური პრემიერა გაიმართება.
დედაქალაქის დღესასწაულის საზეიმო ღონისძიებებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ "ერისიონის" საიუბილეო კონცერტი დაასრულებს.
2011 წელს მესამედ ტარდება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. ფესტივალი 14 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალი სპექტაკლით - "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანით" გაიხსნა, რომელშიც ჯონ მალკოვიჩი მონაწილეობდა.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრის კრიტიკოსები, ფესტივალის დირექტორები და პროდუსერები ესტუმრებიან.
„ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მოვლენად იქცა საქართველოში. იგი კავკასიაშიც უფრო მეტად იკიდებს უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენის სტატუსს. კავკასია კი სწორედ ის ადგილია სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის. ფესტივალის მიზანი ქართული თეატრისა და კულტურის, თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაციაა მსოფლიო კულტურული და ინტელექტუალური ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების რიგში,“ აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.
გარდა თბილისისა, საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმართება ღონისძიებები. ახლახანს სიღნაღში ყველის ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაზე 60 სახეობის ყველი იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლები და სტუმრები გაეცნენ ქართული ყველის მრავლფეროვნებას და სათითაოდ ყველა მაგიდაზე წარმოდეგნილ ყველს.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა, ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებას წარმოადგენს. კინოფესტივალი 17–24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა. ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შექმნის მიზანი კინემატოგრაფიის პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ კინემატოგრაფებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და შემოქმედებითი გამოცდილებების გაცვლაა.
Related Stories