“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს დაიხურება

08/10/2011 11:38 (228 დღე 12:44 minutes ago)

tbilisi_international_theatre_festival.jpg

თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს დაიხურება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა განაცხადა, ისევე, როგორც წინა ფესტივალები, წლევანდელი ფესტივალიც მრავალფეროივანი იყო.


"საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა წლევანდელი ფესტივალიც. ყველა სპექტაკლი ანშლაგით მიდის. ეს კი ფესტივალის პოპულარობაზე მეტყველებს", - განაცხადა ეკა მაზმიშვილმა.


ფესტივალი დღეს ორი სპექტაკლით დაიხურება. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე, 20.00 საათზე გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის რუსეთის აკადემიური სახელმწიფო დიდი დრამატული თეატრი თეოდორე დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, "ბიძიას სიზმარს" წარმოადგენს.


თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორია თემურ ჩხეიძე; სცენოგრაფია ემილ კაპელიუშს ეკუთვნის; კომპოზიტორი -  ალექსანდრე კნაიფელი; მხატვარი-გამნათებელი - ვლადისლავ ვლასოვი.


სპექტაკლში მონაწილეობენ რუსეთის კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები: ოლეგ ბასილაშვილი, ალისა ფრეინდლიხი, სერგეი გალიჩი, ნიკოლაი გორშკოვი, იულია დეინეგა, ელენა იარემა, მარია ლავროვა, ლენა პოპოვა, კირილ ჟანდაროვი, მარია სანდლერი, ლიუდმილა საპოჟნიკოვა, ეკატერინა სტარატელევა, პოლინა ტოლსტუნი, დიანა შიშლიევა და ევგენი ჩუდაკოვი. ორმოქმედებიანი სპექტაკლის ხანგრძლივობა 190 წუთია.


იტალიის თეატრალური დასი კი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლით "ტროას ქალთა ვნებანით" წარსდგება.
ინსცენირების ავტორი ანჯელა დი გაეტანო, ანტონიო პიციკატო და სალვატორე ტრამაცერე არიან, რეჟისორები - ანტონიო პიციკატო და სალვატორე ტრამაცერე.


აღნიშნული სპექტაკლებით თბილისში მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group