
საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის და კარლა ბრუნის გოგონა შეეძინათ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, საფრანგეთის ისტორიაში პირველად, მოქმედ პრეზიდენტს შვილი შეეძინა.
დასავლური მედიასაშუალებების ცნობით, კარლა ბრუნის გოგონა ოთხშაბათს, 22:00 საათზე შეეძინა. მშობიარობამ კარგად დაცულ, ფრანგულ კლინიკაში ,,ლა მიუეტში“ ჩაიარა.
ნიკოლა სარკოზი მშობიარობას არ დასწრებია, რადგან ის ფრანკფურტში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა.
გოგონას დაბადების შესახებ ნიკოლა სარკოზის, მამამ პაველ სარკოზიმ აცნობა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სარკოზი გერმანიას დატოვებს და საფრანგეთში დაბრუნდება.
ახლად დაბადებული გოგონა კარლა ბრუნისა და ნიკოლა სარკოზის პირველი ქალიშვილია, გარდა ამისა, ის არის პირველი ბავშვი საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ოჯახში დაიბადა.
ნიკოლა სარკოზისათვის გოგონა მეოთხე შვილია. მას პირველ ქორწინებაში ორი და მეორე ქორწინებაში ერთი ვაჟი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან კარლა ბრუნისაც ერთი ვაჟი ჰყავს.
ყოფილმა მოდელმა და მომღერალმა კარლა ბრუნიმ განაცხადა, რომ ის შეეცდება მათი შვილის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გოგონას მოარიდებს.
გოგონას დაბადების შესახებ ინფორმაცია კარლა ბრუნის გარემოცვვაშიც დაადასტურეს, თუმცა თუ რა დაარქვეს გოგონას, ჯერჯერობით უცნობია.
Related Stories