„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ყველაზე მოთხოვნადი სელებრითი სუნამოები საქართველოში

ავტორი თაკო ხელაია, The FINANCIAL

26/10/2011 16:54 (210 დღე 07:30 minutes ago)

avril_fragrance_02.jpg
ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

თბილისში არსებული პარფიუმერული ქსელების  წარმომადგენლების თქმით, „ნაომი კემპბელი,“ „ავრილ ლავინი“ და „ვიქტორია ბექჰემი“ ყველაზე პოპულარული სელებრითი სუნამოებია ქართველ თინეიჯერებს შორის. ცნობილი ვარსკვლავების სუნამოები მოთხოვნადია როგორც შეძლებულ, ასევე დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებელს შორის.

 

„ბოლო 5 წელია „ნაომი კემპბელი“ ჩემი საყვარელი სუნამოა,“ გვითხრა 25 წლის ნანა ჭიაურელმა.  „ ამ სუნამოს გარდა, მე ინტენსიურად ვიყენებ „ქეთ დელუქსის“ ტანის ლოსიონს, რომელსაც საოცარი სურნელი აქვს. ასევე ძალიან ხშირად ვყიდულობ „ნაომი კემპბელის“ სუნამოს ჩემი მეგობრებისთვის საჩუქრად.“

„ისი პარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ხატია შამუგიას თქმით, სელებრითი სუნამოებიდან, გარდა „ნაომი კემპბელის,“ „ავრილ ლავინის“ და „ვიქტორია ბექჰემისა,“ ქართველ მომხმარებელს შორის ასევე პოპულარულია სელებრითი სუნამოები  „ანტონიო ბანდერასი“ და „ქრისტინა აგილერა.“

„ვერ ვიტყვით იმას, რომ სელებრითი სუნამოები კონკურენციას უწევენ ისეთი მაღალი კლასის ბრენდებს, როგორიცაა „შანელი,“ ან „დიორი,“ რადგან მათ საკუთარი სამომხმარებლო სეგმენტი ჰყავს, თუმცა სელებრითი ბრენდის სუნამოებიც საკმაოდ მოთხოვნადია ქართველ მომხმარებელს შორის,“ გვითხრა შამუგიამ.

„სელებრითი სუნამოების ფასები არც ისე მაღალია, როგორც მაღალი კლასის სუნამოების ფასები. ძალიან ხშირად მომხმარებელს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ექსკლუზიური სუნამოები შეიძინოს, ამ შემთხვევაში ისინი სელებრითი სუნამოების შეძენას არჩევენ, რომლებიც საკმაოდ ცნობილია და ფასიც არ აქვს მაღალი,“ამბობს შამუგია.

„ავრილ ლავინის“ სუნამოების ფასები 43 ლარიდან იწყება, შხაპის გელი 25 ლარი ღირს და ტანის ლოსიონი – 34 ლარი. „ქრისტინა აგილერას“ სუნამოების ფასი 41 ლარიდან იწყება, შხაპის გელი და ტანის ლოსიონის ფასები თითქმის იგივეა, რაც „ავრილ ლავინის.“  ჩვენს მაღაზიაში თითქმის ყველა სელებრითი ბრენდების ფასი ერთნაირია და საკმაოდ ხელმისაწვდომიც მომხმარებლისათვის,“ ამბობს შამუგია The FINANCIAL - თან საუბარში.

„ვულე–ვუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნინო ნოდიას თქმით, ვიქტორია და დევიდ ბექჰემების სუნამოები ყველაზე მოთხოვნადია სელებრითი სუნამოებს შორის. „მომხმარებელს შორის ასევე ძალიან პოპულარულია „ ქრისტინა აგილერას“ და „სელინ დიონის“ სუნამოები. გარდა ამისა, ჩვენთან ძალიან მოთხოვნადია სელებრითი ხაზის ტანის ლოსიონები და შხაპის გელები,“ გვითხრა ნოდიამ.


„სელებრითი სუნამოების გარდა, ჩვენ მომხმარებელს ისეთი მაღალი კლასის ბრენდების შეძენას ვთავაზობთ, როგორიცაა „რალფ ლორენი,“ „კაშარელი,“ „არმანი,“ „შანელი“ და სხვა,“ აღნიშნავს ნოდია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group