
“ანოს და ვანოს თავგადასავალი” -ამ სახელწოდების ახალი ქართულ ფილმს
თბილისის კინოეთეატრებში 22 დეკემბრიდან აჩვენებენ. ფილმში მონაწილეობენ
ცნობილი ტელესახეები - ნიკა გრიგოლია, ვანო თარხნიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი
და სხვები.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქართვლოში მსოფლიო ზღაპრების ჯადოსნური წიგნი ჩამოაქვთ, რომელშიც მსოფლიო ს ყველა ზღაპარია შესული. იმისთვის, რომ ყველა ბავშვმა ნახოს, წიგნი მსოფლიო ს სხვადასხვა ქვეყანაში, მუზეუმიდან მუზეუმში მოგზაურობს, თუმცა უცებ ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოტანილი ზღაპრების წიგნი მუზეუმიდან გაქრა. საინფორმაციო გამოშვებაში გასულ კადრებში სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული უცნაური სილუეტი ჩანს, რომელიც მეკობრეს წააგავს. ყველაზე მთავარი კი ამის შემდეგ ხდება, წიგნის გაქრობასთან ერთად, მსოფლიო ს სხვადასხვა ზღაპრებიდან პერსონა ჟები, ნახატები და წარწერები ქრებიან. ანომ და ვანომ ზღაპრის გმირები უნდა გადაარჩინონ და ჯადოსნური მოგზაურობა ც იწყება.
ეს ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმის “ანოს და ვანოს თავგადასავლი” მოკლე შინაარსია. ფილმი რეჟისორებმა ჯაბა მელქაძემ და ლევან დაბრუნდაშვილმა გადაიღეს, ფილმის სცენარიც ლევან დაბრუნდაშვილს ეკუთვნის.
მთავარი გმირები ანო – ნიტა ლომიძე და ვანო – ზუკა ძამუნაშვილი არიან. ერთ–ერთი რეჟისორის, ჯაბა მელქაძის განცხადებით, პერსონა ჟების შერჩევისას სპეციალური ქასთინგი არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პერსონა ჟის შერჩევაზე დიდხანს იფიქრეს:
“ოჩოპინტრე – გოგა ბარბაქაძე, პეპი გრძელი წინდა – რუსკა მაყაშვილი, ფილმში ისეთი პერსონა ჟები არიან, რომ თავიდანვე ადვილად მოვარგეთ მსახიობები. თუმცა, მაგალითად, ვანოს როლის შემსრულებელზე დიდხანს ვიფიქრეთ, ვიხსენებდით, ვინ შეიძლებოდა მორგებოდა როლს და საბოლოოდ ზუკა შევარჩიეთ. ასევე ბევრი ვიფიქრეთ ანოს და ვანოს ბაბუის როლის შემსრულებელზე, თუმცა საბოლოოდ ვფიქრობ, ყველა მსახიობმა ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი პერსონა ჟი შექმნა.”
ფილმში ასევე მონაწილეობენ: ნიკა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი, კახა კინწურაშვილი, ვანო თარხნიშვილი და სხვა, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები. პერსონა ჟებიდან და იუმორიდან გამომდინარე ავტორები თვლიან, რომ ფილმი ქართველი მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და ადვილად აღსაქმელი იქნება, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ფილმი სხვა ქვეყნებშიც აჩვენონ:
“დაახლოებით სამ ქვეყანაზე მიდის საუბარი. გვინდა, რომ ფილმი იქაც ვაჩვენოთ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა. ამიტომ ქვეყნების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ” – ამბობს ჯაბა მელქაძე.
რეჟისორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მსახიობებს განსაკუთრებით ბოლო დროს გადაღებულ ქართულ სერიალებში საკმაოდ დასამახსოვრებელი როლები აქვთ შექმნილი, ამ ფილმში ისინი სრულიად სხვა კუთხით წარდგებიან მაყურებლის წინაშე:
“არა მგონია, ასოცირება მოხდეს ძველ როლებთან. ეს არის სრულიად ახალი იდეა, განსხვავებული ისტორია, განსხვავებული კოსტიუმები, მსახიობებსაც სრულიად სხვა პერსონა ჟები ჰყავთ შექმნილი. ჩემი აზრით, პირველ რიგში ფილმი გამორჩეულია იდეით, რომელიც შეიძლება ცოტა თამამია, მაგრამ ქართველი მაყურებლისთვის მონატრებული და საინტერესო. იდეის და სიუჟეტის გარდა, თვითონ გადაღების პრინციპი, კადრები, მონტაჟი, ამ ყველაფრით, ჩემი აზრით, ყველაზე მიახლოებულია, ასე ვთქვათ, დიდ კინოსთან, ისეთ კინოსთან, რასაც სიამოვნებით ვუყურებთ ხოლმე, სათავგადასავლო, უცხოური ფილმები.”
“ანოს და ვანოს თავგადასავალს” კომპანია “ლაითბენქი” აფინანსებს. ფილმის ბიუეჯეტი 150 000 დოლარია. აქედან გამომდინარე, ჯაბა მელქაძის თქმით, უცხურისგან განსხვავებით ამ ფილმში ნაკლები სპეცეფექტებია:
“სპეცეფექტები ცოტაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაყურებელი გადაღების თანამედროვე პრინციპს მაინც დააფასებს, შეიძლება პროფესიონალურად არა, მაგრამ ქვეცნობიერად. როცა ყურებისას დისკონმფორტს არ გიქმნის არანაირი დეტალი, უკვე კმაყოფილი დარჩები”.
ფილმის გადაღებები ზაფხულში დაიწყო და ძირითადად ბათუმში, მწვანე კონცხზე მიმდინარეობდა, სადაც ფილმის ავტორებმა ძირითადი ჯადოსნური სამყარო შექმნეს. ეპიზოდები კი წყნეთში და წოდორეთშია გადაღებული.
“ამჟამად ფილმის ძირითადი ნაწილის გადაღებაც და მონტაჟიც დამთავრებულია, დარჩა მხოლოდ რამდენიმე კადრი და ტექნიკური საკითხები” – ამბობს ჯაბა მელქაძე.
ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში 22 დეკემბერს შედგება.
netgazeti.ge
Related Stories