
თბილისის "ივენთ ჰოლში", 24-27 ნოემბერს "თბილისის მოდის კვირეული" მეხუთედ გაიმართება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ჯეოფეშენის" და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, "TBILISI FASHION WEEK" ჟურნალ "ამარტას" ახალი ნომრის პრეზენტაციით გაიხსნება.
პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება თამუნა ინგოროყვას, ტამანინის და გუდუს (ლაშა მდინარაძე) კოლექცია.
მოდის კვირეულის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თაკო ჩხეიძის განცხადებით, რიგით მეხუთე მოდის კვირეულში 14 პროფესიონალი და 17 დამწყები დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას.
"თბილისის მოდის კვირეულზე" კოლექციებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერებიც წარმოადგენენ.
თბილისში ჩამოვლენ მოდის კრიტიკოსები, ბაიერები და მოდის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები.
მოდელების ჩვენების პარალელურად, "გრატო პასაჟში" შოუ-რუმები და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვები გაიმართება, სადაც მოხვედრა მოდის ნებისმიერ მიმდევარს შეეძლება.
"თბილისის მოდის კვირეულში" თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ: თამუნა ინგოროყვა, თამანინი, გუდუ (ლაშა მდინარაძე), ეთი,ს (ეთი კონჭოშვილი), გოლა, ტატუნა ნიკოლაიშვილი, გიორგი ამირეჯიბი, ატარე (ნუცა ბერიძე), ნიკოლოზ გრიგორიანი, ატელიე 10ა, გიორგი შაღაშვილი, რამაზო რომა, უტალევანი, დათუნა სულიკაშვილი და დამწყები დიზაინერები.
Related Stories