
24-27 “ივენთ ჰოლში” თბილისის მოდის კვირეული გაიმართება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, კვირეული დღეს თბილისის ჟურნალ „ამარტას“ ახალი ნომრის პრეზენტაციით გაიხსნება. დღეს წარმოდგენილი იქნება სამი დიზაინერის _ თამუნა ინგოროყვა, ტამანინი და გუდუ (ლაშა მდინარაძე) _კოლექცია:
რიგით მე-5 მოდის კვირეულში მონაწილეობას იღებს 14 პროფესიონალი და 17 დამწყები დიზაინერი.
გრატო პასაჟში, თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებების პარალელურად, ყოველდღიურად მოეწყობა აქსესუარების გამოფენა და დიზაინერების შოურუმი, სადაც ყველა შეძლებს კოლექციების დათვალიერებას და სასურველი ნივთის შეძენას.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, თბილისის მოდის კვირეული ყველაზე კრეატიური და ინოვაციური ღონისძიებაა საქართველოს მოდის კალენდარში, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს, მოდელებსა თუ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ეძლევათ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
კვირეულის ორგანიზატორია კომპანია “ჯეოფეშენი” და მისი პარტნიორები „ჯორჯიან ივენტსი“, „ჯეომოდელსი“, ჟურნალი „ამარტა“, „ბრენდინგ.ჯი“, „გაბუნია და პარტნიორები“, თბილისის სამხატვრო აკადემია.
Related Stories